ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის
კეთილმოწყობის სამუშაოები მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების
ვადაშია დაგეგმილი.
"ამ ეტაპზე პარლამენტის შენობისა და ტერიტორიის სარეაბილიტაციო,
კეთილმოწყობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვისო დოკუმენტაციის
მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს", - განმარტავენ
პარლამენტში.
თუმცა, კითხვაზე თუ როდის დაიწყება კეთილმოწყობითი სამუშაოები და რა
თანხა დაიხარჯება ამისთვის, პასუხები ვერ მივიღეთ.
პარლამენტის ტერიტორია, მთავრობის სახლის მიმდებარე სივრცესთან ერთად
წლებია მოუვლელია.
2017 წლის წლის სექტმბერში პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი
კობახიძე
განაცხადა,
რომ შენობა და ტერიტორია მოწესრიგდებოდა.
ამავე თემაზე:
საქართველოს პარლამენტის ტერიტორია, რომელიც მოუვლელია
(ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები