ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპულ ერთ მუშას ლაჩა ფორჩხიძეს სახლში
მხოლოდ 90 წლის ბებია და ბაბუა დარჩა.
"ბიჭია დაღუპული, რომელსაც არც დედა ყავს, არც მამა ყავს, 90 წლის
ბებია-ბაბუა ყავს სახლში. ახლაც მიცვალებულების ბრალი იქნება, როგორც
3 თვის წინ იყო. ახლა ხომ მაინც უნდა გამკაცრებულიყო ზომები" - ამბობს
ტყიბულში მცხოვრები ქალბატონი, რომელსაც მინდელის შახტში 5 აპრილის
აფეთქების დროს ძმა დაეღუპა.
"ძმა დამეღუპა, შვილი გადარჩა. ახლა ყველა ახლობელია," - ამბობს ის.
ლაშა ფორჩხიძე მინდელის სახელობის შახტში 5 წელი მუშაობდა. ადრე ის
გამაგრებით სამუშაოებზე იყო დასაქმებული. თუმცა, ბოლო ერთი თვეა
ხელფასის მომატების გამო, მოპოვებით სამუშაოებზე გადავიდა.
" 30 წლის ახალგაზრდას მხოლოდ ბებია-ბაბუა ჰყავს. დაოჯახებული არ
ყოფილა. ძმა ჰყვს და ის ქუთაისში ცხოვრობს. ამდენი წლის განმავლობაში
ერთხელაც არ მიუღია რამე სახის დაზიანება. ეს იყო პირველიც და
უკანასკნელიც მისთვის. ამ მოპოვებით სამუშაოზე ხელფასის გამო
გადავიდა. თუმცა, ისე დაიღუპა, ჯერ აღებულიც არ ქონია ის ფული"-
ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს,
ოთხი
მუშა დაიღუპა, ხოლო 6 ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოში
გადაყვანეს.
შახტში აფეთქების შედეგად გარდაცვლილია - ლაშა ფორჩხიძე, მიხეილ
გამეზარდაშვილი, იოსებ ქარქაშაძე და მურმან ლილუაშვილი.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში,
სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის
ჩამოშლა მოჰყვა.
დაშავებული
6
მუშიდან 1 ტყიბულის საავადმყოფოდან გაწერეს, ხოლო 5 თბილისში
რეანომობილით გადაიყვანეს.
დაშავებული მუშებიდან ყველაზე ახალგაზრდა, ჯიშიშვილი ნოდარი, 22
წლისა. ის 3 მუშასთან ერთად (30 წლის გიორგი აბულაძე, 36 წლის მიხეილ
არაბიძე, 53 წლის დავით ბოჭორიშვილი) თბილისში, ხეჩინაშვილის
კლინიკაში გადაიყვანეს.
მეხუთე დაშავებული, 35 წლს სოფრომაძე მამუკა კი ღუდუშაურის კლინიკაში
მოათავსეს.
როგორც ტყიბულის საავადმყოფოში ამბობენ, მეექვსე დაშავებულს, 37 წლის
გივი მიქიაშვილს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და ის მისი
გასინჯვა ამბულატორიულად მოხდა.
დილით მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს,
რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების
წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია.
გამოძიება იგივე მუხლით დაიწყო შსს-მ 2018 წლის 5 აპრილს მინდელის
შახტში მომხდარი შემთხვევის შემდეგაც, როდესაც აფეთქებას 6 ადამიანის
სიცოცხლე შეეწირა, რა დროსაც
ტყიბულში
13 ბავშვი დაობლდა. თუმცა გამოძიებით ჯერ არაფერი დადგენილა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში უკვე 16
ადამიანია დაღუპული.
შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
"საქნახშირი" მართავს.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, გამოძიების დასრულებამდე
ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება.
საქართველოში შრომის უსაფრთხოებას კანონი არსეგულირებს.
შესაბამისი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" პარლამენტმა 2018
წლის მარტში მიიღო. თუმცა, შრომით უფლებებზე მომუშავე სპეციალიტებისა
და პროფკავშირების წარმომდგენლების აზრით, დგება
კანონის
აღსრულების პრობლემა.
ამავე
თემაზე:
ვინ
არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ
დაბრუნდა
6
მუშა, რომელიც ტყიბულის შახტში დაშავდა
ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან
დაშავებულებიც
ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება
დაიწყო
გამოძიების
პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?
არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების
სტანდარტი არ მიიღწევა
ტყიბულის
შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში
გადაიყვანეს
ბოლო
3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე
მიმდინარეობს
ტყიბულში
არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"
მასალის გამოყენების პირობები