გართობა
ბაღდათის გზებზე გამქრალი მილიონები - ნაწილი მეორე
ბაღდათის გზებზე გამქრალი მილიონები - ნაწილი მეორე
13:08 / 19.04.2015
ბაღდათში საქალაქო გზების რეაბილიტაციისთვის ორჯერ ჩავარდნილი ტენდერის და საგზაო სამუშაოების 2 წლით გაჭიანურებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაცია მუნიციპალიტეტს ადანაშულებს. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც შემდგომში დაჯარიმებული იქნა, მუნიციპალიტეტსა და პარლამენტში ლობირებდნენ.

საუბარია სხვადასხვა დროს ტენდერში გამარჯვებულ ორ კომპანიაზე -  შპს "ტერექსი-XXI" და
სს "ერღოკატ მაკედონია ა.ტ.ე.ვ.ე-ს საქართველოს ფილიალიზე" (ნახეთ პირველი ნაწილი)
***

მეორე ნაწილი:

"დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები სატენდერო კომისია რა კონკრეტულ კორუფციულ გარიგებებში იყო შესული "ტერექსთან". მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ, რაზეც საკრებულოს და სატენდერო კომისიის თავმჯდომარეები გავაფრთხილე. ასეთი ტიპის გარიგებები ჩემს რეგიონში არ მოხდება," - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

ტყიბულის მაჟორიტარმა იმერეთის ყოფილ გუბერნატორთან ზაზა მეფარიშვილთან გამართულ შეხვედრაზე გამგეობის წარმომადგენელთა კონკრეტული გვარები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, "ტერექსთან" გარიგებაში იმყოფებიან. ჩაფიძემ კომპანიის წარმომადგენლის, ადგილობრივი ბიზნესმენის, ლაშა კლდიაშვილისა და პავლე კუბლაშვილის საერთო ინტერესებზეც აღნიშნა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს "ტერექსი-XXI" 2009 წლის 1 ივლისს ქუთაისში დარეგისტრირდა. იმ დროისთვის კომპანიის წილები ამგვარად ნაწილდებოდა - 50%-იან წილს გერონტი ნიკაჭაძე ფლობდა, 40%-ს გიორგი მახარაძე, ხოლო 10% ბორის ბიბილაშვილს ეკუთვნოდა. თუმცა, კომპანიაში წილების მესაკუთრეები პერიოდულად იცვლებოდნენ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტთან ტენდერის გაფორმების დროს კომპანია "ტერექსის" 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჯინჭარაძე გახლდათ.

დღეს კომპანია შეცვლილი სახელით აგრძელებს საქმიანობას. 2014 წლის 5 მაისს შპს "ტერექსი-XXI"-ს სახელწოდება შეეცვალა და "ჯავა გრუპი" გახდა. კომპანიის მფლობელების მიერ გაკეთებულ განაცხადში (EN749678) მითითებულია, რომ ცვლილება კომპანიის უფრო ეფექტურად მართვის მიზნით მოხდა.

ცვლილება მესაკუთრეებმაც განიცადეს. პარტნიორთა კრების 2014 წლის 31 დეკემბრის ოქმით ირკვევა, რომ გიორგი ჯინჭარაძემ და ვახტანგ ნათაძემ, მათი კუთვნილი წილები ამჟამინდელ დირექტორს, (100%) დავით გოგოლაშვილს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცეს.

აღსანიშანვია, რომ შპს "ტერექსი-XXI" 2014 წლის 25 ნოემბრიდან შავ სიაშია შეყვანილი. კომპანიას ერთი წლის ვადით ტენდერში მონაწილეობის უფლება არ აქვს. მოვალეთა რეესტრის მიხედვით ირკვევა, რომ ფირმას სულ 21 კრედიტორი ყავს.
შავ სიაშია, ასევე, სს "ერღოკატ მაკედონია ა.ტ.ე.ვ.ე-ს საქართველოს ფილიალიც", რომელსაც 1 წლიანი ვადით ტენდერებში მონაწილეობის უფლება 2014 წლის 29 აგვისტოდან შეეზღუდა.

ბერძნული კომპანიის საქართველოს ფილიალი 2012 წლის 24 აპრილს დარეგისტრირდა. მისი მფლობელი საბერძნეთის მოქალაქე პერიკლის სილივანისია.

საბერძნეთში "ერღოკატ მაკედონია" 1996 წელიდან მოქმედებს. იგი ტექნიკური, სავაჭრო, სამრეწველო, ტურისტული და ქვის მომპოვებელი კომპანიაა. ფირმის ძირითადი საქმიანობა ცემენტისა და მზა ბეტონის წარმოებაა. მისი საწესდებო კაპიტალი 1996 წლისთვის 40 000 000 დრაჰმას შეადგენდა, ხოლო 2010 წლისთვის 627 951, 28 ევროს.

ბერძნული კომპანიის ფილიალისა და "ტერექს XXI"-ის მმართველობას შორის კავშირს, რაზეც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მიუთითებდა, გამორიცხავს ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი. პაატა კიკნაველიძის თქმით, "ერღოკატ მაკედონიამ" სამუშაოების შესრულება არასწორი მენეჯმენტის გამო ვერ შეძლო.

"ეს არ არის ერთი და იგივე სუბიექტები. ეს ბერძნული კომპანიაა, რომელსაც ქართველი აქციონერი მართავდა. პროფესიით მეგზევე არ იყო ის ადამიანი ვინც კომპანიას მართავდა და ვერც მენეჯმენტი იყო გამართული," - ამბობს პაატა კიკნაველიძე.

ბაღდათის მაჟორიტარის ინფორმაციით, კომპანია "ტერექსი-XXI"-ის საქმე პროკურატურას გადაეცა და გამოძიება გაფლანგვის კუთხით მიმდინარეობს. რა ახალი დეტალები გამოიკვეთა და როგორ მიმდინარეობს გამოძიება, ამის გარკვევა მცდელობის მიუხედავად, პროკურატურასთან შეუძლებელი აღმოჩნდა.

ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით კი კომპანია "ტერექსი-XXI" ადგილობრივი ბიუჯეტის მიმართ დავალიანებას ეტაპობრივად იხდის.

როგორ და რა პირობებით მოიპოვეს ტენდერში გამარჯვება ზემოთაღნიშნულმა კომპანიებმა და რატომ ვერ შეძლეს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულება, როგორ და სად გაქრა ბაღდათის გზებზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონები?  - ნახეთ პირველ ნაწილში



ბაღდათის გზებზე გამქრალი მილიონები - ნაწილი პირველი
ბაღდათის გზებზე გამქრალი მილიონები - ნაწილი პირველი
11:42 / 15.04.2015
ბაღდათში საქალაქო გზების რეაბილიტაციისთვის ორჯერ ჩავარდნილი ტენდერის და საგზაო სამუშაოების 2 წლით გაჭიანურებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაცია მუნიციპალიტეტს ადანაშულებს. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც შემდგომში დაჯარიმებული იქნა, მუნიციპალიტეტსა და პარლამენტში ლობირებდნენ. ოპოზიციის ბრალდებას ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატიც და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც აბსურდულს უწოდებენ.
ქუთაისელები ქუჩაში კოცნაზე, მოკლე კაბაზე, ჩახუტებაზე და... ვიდეოგამოკითხვა "ქუთაისიპოსტი"
ქუთაისელები ქუჩაში კოცნაზე, მოკლე კაბაზე, ჩახუტებაზე და... ვიდეოგამოკითხვა "ქუთაისიპოსტი"
01:02 / 24.02.2015
რა მოხდებოდა "ზნეობის პოლიცია" რომ არსებობდეს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ადამიანების ყოველგვარი ქცევა, გამოხატულება რეგულირდებოდეს? "ქუთაისიპოსტმა" სახალისო ექსპერიმენტი ჩაატარა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.