ქუთაისში სამ ასაკობრივ კატეგორიაში სილამაზის კონკურსი ჩატარდა.
ღონისძიების ორგანიზატორი სამოდელო სააგენტო Best Model Agency
ქუთაისი გახლდათ. სააგენტოს დამფუძნებელი, კახი ხაბეიშვილი
განმარტავს, რომ კონკურსი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.
შესაბამისად, გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც.
11- 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მის ქუთაისის ტიტული სალომე
ხეცაძემ, მისტერ ქუთაისის კი, ჯუბა დათიაშვილმა მოიპოვა.
ამავე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ვიცე-მის ქუთაისი ნინი გიორგაძე,
მეორე ვიცე-მისი თაკო ცხადაძე, ხოლო მესამე ვიცე-მისი მარიამ
ხეცურიანი გახდა.
7-10 წლამდე კატეგორიაში მის და მისტერ ქუთაისის ტიტული ანი ავალიანმა
და ბექა ქირიამ მოიპოვეს.
6 წლამდე კატეგორიაში გაიმარჯვა ანასტასია კურტანიძემ და ილია
ელიაშვილმა.
კახი ხაბეიშვილის ინფორმაციით, კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ
პრინცესები მარიამ ღვინიანიძე და ანასტასია ქავთარაძე.
სილამაზის კონკურსი ქუთაისში წელს მეორედ გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები