გართობა
14 ოქტომბერი - კონან დოილის „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალის“ გამოცემის დღე
FaceBook
14 ოქტომბერი საქართველოში მცხეთობა სვეტიცხოვლობის დღეა.

14 ოქტომბერს სტანდარტების მსოფლიო დღესაც აღნიშნავენ.

14 ოქტომბერი საამაყო დღედ შევიდა ავსტრიის ისტორიაში. სამაგიეროდ, მისი გახსენება არ ეყვარებათ თურქებს. 1529 წელს თურქებმა ვენას ალყა მოუხსნეს. თურქული არმია ქალაქის კედლებიდან ხელცარიელი ბრუნდება უკან.

1768 წელს ჩეროკისა და ვირჯინიის ინდიელების მიწები ბრიტანეთის ტახტის საკუთრებად გამოცხადდა.

1851 წელს ინგლისში დაფუძნდა საინფორმაციო სააგენტო რეიტერი.

1860 წელს პეტერბურგში დაფუძნდა მარინის თეატრი.

1892 წელს არტურ კონან დოილმა გმოაქვეყნა მისი სახელგანთქმული "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი".

1905 წელს პარიზში დაფუძნდა აერონავტიკის საერთაშორისო ფედერაცია.

1926 წელს პირველად გამოქვეყნდა არტულ მილნის "ვინი პუჰი".

1933 წელს ნაცისტურმა გერმანიამ დატოვა ერთა ლიგა.

1940 წელს ე.წ.ვიშისტურ საფრანგეთში გათხოვილ ქალებს აეკრძალათ სახელმწიფო სამსახურში დასაქმება.

1943 წელს სობიბორის საკონცენტრაცი ბანაკში აჯანყება მოხდა. ერთადერთი წამატებული აჯანყება მესამე რაიხის დროს.

1964 წელს ნიკიტა ხრუშოვს ბრეჟნევი ცვლის.

1997 წელს ერმიტაჟში 12 წლიანი პაუზის შემდეგ გამოიფინა რემბრანდტის რესტავრირებული "დანაია". ტილო ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა დააზიანა, როდესაც მას მჟავა შეასხა.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #14 ოქტომბერი
მსგავსი სიახლეები
11 და
12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში,
ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
11:08 / 11.10.2024
11 და 12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში, ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
ქუთაისში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები,
მოსალოდნელი უამინდობის გამო, 2 ივნისს გაიმართება.
16:07 / 30.05.2024
ქუთაისში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მოსალოდნელი უამინდობის გამო, 2 ივნისს გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.