12 ოქტომბერი - ესპანური ენის დღე.
12 ოქტომბერი ამერიკის აღმოჩენის დღედ ითვლება, ეს მოვლენა ამერიკის
კონტინენტის სხვადასხავა ქვეყანაში სხვადახვა სახელით აღინიშნება.
არგენტინა 12 ოქტომბერს კულტურული მრავალფეროვნების დღეს ზეიმობს.
ბაჰამის კუძულები, ბოლივია, მექსიკა, ჩილე და კიდევ რამოდენიმე
ქვეყანა - ამერიკის აღმოჩენის დღეს.
აშშ და ბელიზი კოლუმბის დღეს.
მხოლოდ ვენესუელა აღნიშნავს ინდიელთა წინააღმდეგობის დღეს.
12 ოქტომბერი ესპანეთის ნაციონალური ზეიმია.
ამ დღეს კოსტა-რიკა კულტურათა შეხვედრის დღეს აღნიშნავს.
12 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა სომხებისთვის, ჩვ.წ. ა-მდე 782 წელს
დაარსდა ერევანი.
ჩვ.წ. აღ-მდე 539 წელს სპარსეთის ჯარებმა დაიკავეს ბაბილონი.
ჩვ.წ. აღ-მდე 332 წელს მთების მიერ დევნილმა ორატორმა დემოსთენმა თავი
მოიკლა, საწამლავი მიიღო.
1285 წელს მიუნჰენში ქრისტიანულად მონათვლაზე უარი თქვა 180-მა
ებრაელმა, რის შემდეგაც, ისინი სიკვდილით დასაჯეს.
1492 წელს კოლუმბმა კუნძული სან სალვადორი აღმოაჩინა. ეს დღე ითვლება
ამერიკის აღმოჩენის დღედ.
1810 წელს ჩატარდა პირველი ოქტობერფესტი. მიუნჰენის მცხოვრებლები
მიიწვიეს ბავარიის კრონპრინც ლუდვიგ ბავარიელისა და ტერეზა საკსონ
გილდბირგჰაუზენის ქორწილში.
1871 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ულის გრანტმა აკრძალა კუ-კლუკს კლანი და
მისი ლიდერები დააპატიმრა.
1884 წელს ესპანელებმა დააფუძნეს მსოფლიოს უკიდურეს სამხრეთში ქალაქი
უშუაია.
1899 წელს ბურების რესპუბლიკამ ინგლისს ომი გამოუცხადა.
1901 წელს თეოდორ რუზველტმა ოფიციალურად მიითვისა ამერიკელი
პრეზიდენტების რეზიდენცია ანუ თეთრ სახლი.
1931 წელს ოფიციალურად გაიხსნა მხსნელის ქანდაკება მთა კორკოვადუს
წვერზე, რომელიც რიო-დე -ჟანეიროს სიმბოლოდ ითვლება.
1971 წელს ბროდვეიზე გაიმართა ედუარდ ლოიდ ევბერის ოპერის "იესო
ქრისტე სუპერვარსკვლავის" პრემიერა.
მასალის გამოყენების პირობები