23 სექტემბერი ნაციონალური დღესასწაულების სიმრავლით გამოირჩევა.
23 სექტემბერი ბავშვი საშუალო განათლების არქონასთან ბრძოლის
საერთაშორისო დღეა.
ამ დღეს არგენტინაში ქალთა პოლიტიკური უფლებებისა და ბიბლიოთეკების
დღე აღინიშნება.
23 სექტემბერს ყირგიზეთი სახელწმიფო ენის, ლიტვა კი ებრალეთა
გენოციდის დღეს აღნიშნავს.
იაპონია 23 სექტემბერს საშემოდგომო დღესასწაულს უძღვნის, რომელიც
წინაპრების მოგონების დღედ იწოდება.
ბრაზილია 23 სექტემბერს ნაყინის დღეს აღნიშნავს, ბრუნეი -
მასწავლებლის,
საფრანგეთი კი გასტრონომიის დღეს.
37 წელს პანთეონში ღმერთების რიცხვი გაიზარდა. ამ დღეს ღმერთებს
მიაწერეს დრუზილა, კალიგულას გარდაცვლილი და.
1561 წელს ესპანეთის მეფემ ფილიპე II-მ ბრძანება გასცა შეეწყვიტათ
ფლორიდის კოლონიზაცია.
1591 წელს ესპანეთის სამეფო კარმა სხვა ბრძანება გამოაქვეყნა: დაეწყოთ
ინდიელების მონათვლა და მისიები შეექმნათ კოლონიების ტერიტორიაზე.
1846 წელს გერმანელმა მეცნიერმა იოჰან გოლდფრიდ ჰალემ აღმოაჩინა
პლანეტა ნეპტუნი.
1848 წელს ჯონ კურტისმა საკუთარ სახლში დაამზადა პირველი საღეჭი
რეზინა.
1862 წელს ლევ ტოლსტოი დაქორწინდა სოფია ბერსზე. მათ 13 შვილი
ეყოლათ.
1894 წელს საფრანგეთში შეიქმნა პირველი პროფკავშირები.
1939 წელს მსოფლიო ბაზრობაზე ნიუ- ორკში ჩადეს დროის კაფსულა, სადაც
მოათავსეს ქალის ქუდი, ჩიბუხი და 1100 მიკორფილმი. ეს კაფსულა 6939
წელს უნდა გაიხსნას.
1944 წელს პოლონეთში მცხოვრები ყველა ეთნიკური უკრაინელი ძალით
გაასახლეს უკრაინაში.
1989 წელს აზერბაიჯანული ენა სახელმწიფო ენად გამოცხადდა
აზერბაიჯანში.
1999 წელს ჩინეთში გამოაცხადეს უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტის
აღმოჩენის შესახებ. იპოვეს ფლეიტა, რომელიც 9000 წლით თარიღდება.
მასალის გამოყენების პირობები