21 სექტემბერს მართლმადიდებლები ღვთისმშობლის დაბადების დღეს
აღნიშნავენ.
21 სექტემბერს გაერომ მშვიდობის დღე დააწესა.
21 სექტემბერს სამი ქვეყანა დამოუკიდებლობას აღნიშნავს. სამაგიეროდ,
რუსეთი ზეიმობს საბრძოლო დიდების დღეს.
1348 წელს ციურიხში მცხოვრები ებრაელები წყაროების მოწამვლაში
დაადანაშაულეს.
1435 წელს ბურგუნდიის ჰერცოგმა ფილიპე ლამაზმა ხელი მოაწერა
შეთანხმებას საფრანგეთის მეფე კარლ VII- სთან, რითაც გაწყვიტა კავშირი
ინგლისთან.
1451 წელს ჰოლანდიელ ებრაელებს მოსთხოვეს მათი ეროვნების გამოსაცნობად
ტანსაცმელზე ნიშნები ეტარებინათ.
1776 წელს დაიწყო ნიუ-იორკის დიდი ხანძარი.
1898 წელს იმპერატრიცა ცისიმ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელში
ჩაიგდო ტახტი. ამით დასრულდა რეფორმების ასი დღე ჩინეთში.
1922 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა უორენ გარდინგმა მხარი დაუჭირა
პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს აშენების იდეას.
1937 წელს გამოვიდა ტოლკიენის რომანი "ჰობიტი".
1944 წელს სან-მარინო შეუერთდა ანტიჰიტლერულ კოალიციას.
1962 წელს 48 წლიანი დაშორების შემდეგ სტრავინსკი რუსეთს ეწვია.
1999 წელს სომხეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობის 99%-მა
დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
მასალის გამოყენების პირობები