ქუთაისში მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიება, რომელიც სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი, განათლების და
მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისში მიმიდნარე წლის 27
სექტემბერს ჩატარდება.
"მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017", საბავშვო მეცნიერების
გამოფენის ფარგლებში, ითვალისწინებს ევროპული საბავშვო-სამეცნიერო
შოუს ჩამოყვანას და მოწყობას.
ღონისძიებისთვის სამთავრობო უწყებამ უკვე გამოაცხადა 95 970 ლარი
ღირებულების ტენდერი (SPA170011966). აღნიშნულ თანხაში შოუს
ჩატარება საქართველოს ოთხ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და
თელავში იგეგმება.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალის
მიზანი, ერთის მხრივ, ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის
წარმოჩენა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მეორეს მხრივ,
სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციაა.
მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალის გამართვა ქუთაისში ცენტრალურ
ბაღში იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები