ქუთაისში ბარ-რესტორან "სეზამში" იმერეთის ბარმენთა ჩამპიონატი
გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ქუთაისსა და წყალტუბოში მოქმედმა ათმა
ბარმენმა მიიღო. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით,
კონკურსანტებმა კლასიკური და ფანტაზიური კოქტეილები
დაამზადეს.
კონკურში სამი გამარჯვებული გამოვლინდა: ზურა ხაინდრა პირველი ადგილი
, ნინო კაპანაძე- მეორე ადგილი, ხოლო მესამე ადგილი - გიორგი
ჭელიძემ დაიკავა.
გამარჯვებულებს საჩუქრად ბარის ინვენტარი და ალკოჰოური სასმელები
გადაეცათ.
"იყო სამი ჟიური წევრი, რომლებმაც დააგემოვნეს კოქტეილები და
გამარჯვებულებიც გამოავლინეს", - ამბობს იმერეთის ბარმენთა
ასოციაციის ხელმძღვანელი , ბორის კიკაძე.
საპრიზო ადგილის მფლობელი 18 ნოემბერს თბლისში, სასტუმრო "ბლუ
ივერიაში" საქართველოს ბარმენთა ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას,
სადაც საქართველოს საუკეთესო ბარმენი გამოვლინდება.
ამავე თემაზე:
ადგილი ქუთაისში, სადაც ბარმენები პროფესიას
ეუფლებიან (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები