754 წელს საფრანგეთში პირველად ჩატარდა მეფედ კურთხევის ცერემონიალი.
სენ დენის ბაზილიკაში რომის პაპმა პიპინ მოკლე საფრანგეთის მეფედ
აკურთხა.
1586 წელს სერ ტომას ჰერიოტმა შემოიტანა ბრიტანეთსა და ირლანდიაში
კარტოფილის კულტურა.
1713 წელს ვიტუს ბერინგის ხომალდმა ალიასკას მიაღწია.
1794 წელს საფრანგეთის დიდი რევოლუციის 22 წარმომადგენელი სიკვდილით
დასაჯეს. მათ შორის, რობესპიერი.
1814 წელს პერსი ბიში შელი ინგლისიდან საფრანგეთში გაიქცა 16 წლის
მერი გოდვინთან ერთად. გაქცევის მიზეზი შელის ოჯახური მდგომარეობა
გახლდათ. იგი ცოლიანი იყო. დაქორწინება მათ მხოლოდ ორი წლის შემდეგ
მოახერხეს როდესაც გარდაიცვალა შელის ცოლი.
1851 წელს პირველად აღიბეჭდა დაგეროტიპზე მზის სრული დაბნელება.
1858 წელს პირველად გამოიყენეს თითის ანაბეჭდები ადამიანის
იდენტიფიცირებისთვის.
1862 წელს მონტანას შტატში იპოვეს ოქრო, რაც გახდა ოქროს
ციებ-ცხელების მიზეზი.
1900 წელს ლუი ლესინგმა გამოიგონა ჰამბურგერი.
1916 წელს ოპიუმისა და კოკაინის იმპორტი აიკრძალა ინგლისში.
1951 წელს დისნეი სმულთფილმის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ პრემიერა
შედგა.
2002 წელს დიდი სახელმწიფოებრივი თაყვანისცემის ცერემონია გაიმართა
მონღოლეთში რომელიც ჩინგის ხანის დაბადების 840-ე წელს მიუძღვნეს.
მასალის გამოყენების პირობები