14 ივლისი ბასტილიის აღების დღეა.
1099 წელს ჯვაროსნებმა გოდფრიდ ბულონელის მეთაურობით იერუსალიმის
შტურმი დაიწყეს და რომელიც მომდევნო დღეს დაეცა.
1789 წელს პარიზელებმა ბასტილიის ციხე აიღეს. რის შემდეგაც დაიწყო
საფრანგეთის რევოლუცია.
1867 წელს რედხილის კარიერში (დიდი ბრიტანეთი) ალფრედ ნობელმა
პირველად მოახდინა დინამიტის დემონსტრირება.
1898 წელს რუსულ გამოფენაზე პირველი რუსული წარმოების მანქანა
წარმოადგინეს იაკოვევისა და ფრეზეს პროექტის მიხედვით.
1905 წელს ოკლახომელმა ინდიელებმა ინდიელების შტატის დაარსების
შესახებ გამოაცხადეს. მას სახელად საკვოია ერქმეოდა. თუმცა ამერიკის
კონგრესმა არ დაადასტურა.
1916 წელს ტრისტან ტცარამ გამოაქვეყნა დადაისტების მანიფესტი.
1920 წელს წითელმა არმიამ ლიტვის ოუპაცია მოახდინა.
1941 წელს მეორე მსოფლიო ომში პირველად გამოიყენეს იარაღი
"კატიუშა".
1952 წელს "ჯენერალ მოტორზმა" პირველმა დაამონტაჟა მანქანაში
კონდიციონერი.
1954 წელს პირველად გაიცა კომპიუტერი კერძო პირზე.
1964 წელს ადრიანო ჩელენტანომ კლაუდია მორიზე იქორწინა, ბრიჟიტ ბარდომ
კი - გიუნტერ საქსზე.
1976 წელს კანადაში აიკრძალა სიკვდილით დასჯა.
მასალის გამოყენების პირობები