7 ივლისის დღესასწაულებიდან ყველაზე შთამბეჭდავი იაპონური ზეიმია.
იაპონიაში 7 ივლისს ვასკვლავების ფესტივალს, ანუ სიყვარულის
დღესასწაულს ზეიმობენ.
1483 წელს საფრანგეთის მეფე კარლ VII-ს გაუნათდა გონება და მიიღო
პრაგმატული სანქცია, რომლის თანახმად, მეფეს ეძლეოდა აღამტებული
ძალაუფლება, ვიდრე რომის პაპს.
1520 წელს ერნან კორტესმა რამდენიმე ასეული დაჭრილი ჯარისკაცით
აცტეკთა მრავალათასიანი არმიის დამარცხება შეძლო, რამაც აცტეკთა
იმპერიის დასასრული განაპირობა.
1607 წელს პირველად შესრულდა ინგლისის ჰიმნი.
1668 წელს ისააკ ნიუტონმა მაგისტრის წოდება მიიღო.
1754 წელს ამერიკაში გაიხსნა სამეფო კოლეჯი, რომლის ბაზაზეც აღმოცენდა
კოლუმბიის უნივერსიტეტი.
1846 წელს აშშ-მ გამოაცხადა კალიფორნიის ანექსიის შესახებ, ეს
ტერიტორია ადრე მექსიკას ეკუთვნოდა.
1881 წელს პირველად გამოიცა ზღაპარი "პინოქიო".
1925 წელს სამხრეთ აფრიკის სენატმა არ მიიღო კანონი რასობრივი
დისკრიმინაციის შესახებ.
1937 წელს ლუგოუციაოს ხიდზე მოხდა ინცინდენტი იაპონელ და ჩინელ
სამხედროებს შორის, რასაც მოყვა ფარომასშტაბიანი შეტაკება, რამაც
ნაწილობრივ განაპირობა მეორე მსოფლიო ომის დაწყება.
1949 წელს ლენინგრადის სასამართლომ ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა სამ
ჟურნალისტს, რომლებიც ამხილეს ანტისაბჭოთა პუბლიკაციების წერაში.
1968 წელს მთლიანად დაიშალა ჯგუფი
The Yardbirds
რომლის ნანგრევებიდან შეიქმნა
Led Zeppelin
მასალის გამოყენების პირობები