1178 წლის 25 ივნისს კენტერბერგის მონასტრის ბერები აკვირდებოდნენ
აფეთქებებს მთვარეზე. ვარაუდობენ, რომ ეს მოვლენები მეტეორის მთვარეზე
დაჯახებამ გამოიწვია.
1439 წელს ბაზელის საეკლესიო კრებამ რომის პაპი ევგენი IV ერეტიკოსად
სცნო.
1498 წელს ჩინეთში გამოიგონეს კბილის ჯაგრისი.
1503 წელს კოლუმბის გემი იამაიკის ნაპირებთან ჩაიძირა.
1530 წელს აუგსბურგის რეიხსტაგში მარტინ ლუთერის თანამებრძოლმა ფილიპ
მელანჰტონმა ლუთერანობის საფუძვლები გააცნო დამსწრე პუბლიკას.
1580 წელს კი "შეთანხმების წიგნი" გამოვიდა, რომელშიც ლუთერანობის
სწავლება იყო საფუძვლები.
1788 წელს ვირჯინია აშშ-ს მეათე შტატი გხდა.
1794 წელს რუსეთში აიკრძალა ფრანგული ნაწარმის გაყიდვა.
1863 წელს სეგუნ ტოკუგავამ ბრძანა ყველა უცხოელის იაპონიიდან
განდევნა.
1872 წელს კი გერმანიაში იეზუიტების ორდენი აკრძალეს.
1899 წელს დენვერის გაზეთებში გაჩდა ცნობა დიდი ჩინური კედლის აღების
გადაწყვეტილების შესახებ.
1907 წელს გაძარცვეს ინკასატორის ეტლი. ძარცვას იოსებ ჯუღაშვილი
ხელმძღვანელობდა.
1941 წელს პრეზიდენტმა რუზველტმა შექმნა კომისია, რომელსაც უნდა
დაედგინა დისკრიმინაციის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს სამსახურში
კანის ფერის, რელიგიისა და ეროვნების გამო არ იღებდნენ.
1957 წელს გამოიგონეს სათამაშო "მფრინავი თეფში“.
1970 წელს სტალინის საფლავზე დადგეს ძეგლი. მისი ნეშთის მავზოლეუმიდან
გამოტანიდან 9 წლის შემდეგ.
2009 წელს ჩრდილოეთ კორეაში "გუგლი" აიკრძალა პორნოგრაფიის
გავრცელების მოტივით.
მასალის გამოყენების პირობები