24 ივნისს ეკვადორი სიმონ ბოლივარის დღეს აღნიშნავს, რუსეთი -
საკადასტრო ინჟინრების, ვანუატუ - ბავშვებისას.
24 ივნიის გაუმართლათ ფრანგ მოგზაურებს. 1534 წელს ფრანგულმა
ექსპედიციამ ჟაკ კარიეს მეთაურობით მიაღწია წმინდა ლავრენტის
მდინარემდე კანადაში.
1619 წელს მიტროპოლიტი ფილარეტი, მეფე მიხეილ თედორეს ძის მამა,
პატრიარქად აკურთხეს.
1837 წელს ტრაგიკულად დასრულდა პარაშუტის პირველი გამოცდა. რომელსაც
მისივე გამომგონებელი შეეწირა.
1851 წელს ბრიტანეთში გაუქმდა გადასახადები ფანჯრების ქონის გამო.
1901 წელს მწერალი ო ჰენრი ციხიდან გაათავისუფლეს.
1908 წელს ოლიმპიადის გახსნისადმი მიძღვნილ ერთ- ერთ ბანკეტზე პიერ დე
კუბერტენმა გაიმეორა ისტორიული ფრაზა მთავარია მოანაწილეობა და არა
მოგება.
1911 წელს ამერიკელმა არქეოლოგმა ჰაირემ ბინგჰემმა პერუში აღმოაჩინა
"დაკარგული ქალაქი" ინკების იმპერია მაჩუ პინკჩუ, რომელსაც ან
უკანასკნელი იმპერატორის თავშესაფრის ფუნქცია ქონდა ან ე.წ. მზის
ქალიშვილების დამცავი ადგილი კონკისტადორებიდან.
1938 წლის 24 ივნისს გამოიგონეს ხსნადი ყავა.
1941 წელს მომავალმა პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა მოუწოდა ამერიკის
მთავრობას დახმარებოდნენ სრკ-ს თუკი გერმანიის მხარეს გაიხრებოდა
მოგების ისარი და პირიქით -დახმარებოდნენ ს, თუკი საბჭოეთი მოიგებდა
ომს.
1981 წელს იტალიაში აიკრძალა მასონური ლოჟის შეკრება.
მასალის გამოყენების პირობები