გართობა
21 ივნისი - „შავი კვადრატის“, „ყბებისა“ და „ევიტას“ დღე
FaceBook
21 ივნისი იოგისა და სკეიტბორდის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს კანადა აბორიგენებს მიაგებს პატივს, ჩინეთი დრაკონის ნავების ნაციონალურ დღეს აღნიშნავს, იაკუტია ზაფხულის დადგომას აღნიშნავს, საფრანგეთი კი, მუსიკის დღეს ზეიმობს.
მუსიკის თავი ნაკლებად ექნებოდა გალილო გალილეის 1633 წლის 21 ივნისს. იგი აღნიშნულ დღეს დააპატიმრეს და ინკვიზიციის შენობაში გამომწყვდიეს.

1788 წელს ნიუ-ჰემფშირი აშშ-ს მეათე შტატი გახდა.

1877 წელს დედოფალი ვიქტორიას ოქროს იუბილე აღინიშნა.

1913 წელს აეროპლანიდან პარაშუტით პირველად განახორციელა ნახტომი ქალმა. 18 წლის კალიფორნიელმა ჯორჯია ბროდვიკი 350 მერტი სიმაღლიდან გადმოხტა და მშვიდობიანად დაჯდა აეროდრომზე.

1915 წელს კაზიმირ მალევიჩმა "შავი კვადრატი" დახატა.

1925 წელს მოსკოვში პირველად გაჩნდა ტაქსი, თანაც "რენოს" ფირმის.

1948 წელს "ჩოლუმბია ღეცორდს" მ გამოუშვა ფირფიტები, რომელიც მთელი 23 წუთი უკრავდა. მანამდე მხოლოდ ერთი სიმღერის ჩაწერა შეიძლებოდა. ამ მოვლენამ გადატრიალება მოახდინა მუსიკის ინდუსტრიაში - გაყიდვაში შემოვიდა ვინილის ალბომები.

1975 წელს ეკრანებზე გამოვიდასტივენ სპილბერგის "ყბები".

1978 წელს კი ენდრიუ ლოიდ ვებერის "ევიტას" პრემიერა გაიმართა ლონდონში.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #21 ივნისი
მსგავსი სიახლეები
11 და
12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში,
ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
11:08 / 11.10.2024
11 და 12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში, ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
ქუთაისში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები,
მოსალოდნელი უამინდობის გამო, 2 ივნისს გაიმართება.
16:07 / 30.05.2024
ქუთაისში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მოსალოდნელი უამინდობის გამო, 2 ივნისს გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.