11 ივნისი ჰავაისა და დანიის მეფეთა დღეა. მეფემ არა, მაგრამ
ესპანეთის დედოფალმა კი დაუწუნა ქრისტეფორე კოლუმბს გაკეთებული საქმე.
1496 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა დაასრულა მისი მეორე მოგზაურობა, რის
შემდეგაც დედოფლის უკმაყოფილება მიიღო იმის გამო, რომ ვერა და ვერ
მიაგნო საზღვაო გზას ჩინეთამდე.
1580 წელს ესპანელმა კონკვისტადორებმა დაარსეს ბუენოს-აირესი.
1742 წელს ბენჯამინ ფრანკლინმა გამოიგონა სამზარეულოს ღუმელი.
1776 წელს კონტინენტალურმა კონგრესმა შექმნა კომიტეტი, რომ დაეწერათ
დამოუკიდებლობის დეკლარაცია.
1842 წელს გამოვიდა ნიკოლაი გოგოლის "მკვდარი სულები".
1940 წელს ახალმა ზელანდიამ, ავსტრალიამ და სამხრეთ აფრიკის
გაერთიანებამ ომი გამოუცხადა იტალიას.
1965 წელს ინგლისის დედოფალმა ელისაბედმა დააჯილდოვა "ბითლზის"
წევრები ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენით.
1982 წელს ეკრანებზე სტივენ სპილბერგის "უცხოპლანეტელი" გამოვიდა,
1993 წელს კი სპილბერგის "იურიული პარკი".
2010 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი
გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები