8 ივნისი ოკეანეების საერთაშორისო დღეა.
1509 წელს ფლორენციის რესპუბლიკამ პიზის რესპუბლიკა დაამარცხა და ამით
დაასრულა მისი არსებობა.
1783 წელს ვულკანი ლაკი ამოიფრქვა ისლანდიაში. ამოფრქვევა 8 თვეს
გაგრძელდა და დიდი მსხვერპლი მოიტანა. იგი ისტორიაში შევიდა
"უბედურება ნისლში" სახელით.
1786 წელს ნიუ- იორკში პირველად გამოვიდა გაყიდვაში ნაყინი.
1824 წელს ნოა კაშინგმა კვებეკიდან დააპატენტა სარეცხი მანქანა.
1829 წელს ლივერპულში გაიხსნა პირველი მუნიციპალური აუზი.
1869 წელს აივზ მაკგაფიმ დააპატენტა მტვერსასრუტი.
1912 წელს აშშ-ში დაფუძნდა სტუდია
Universal.
1928 წელს პირველი ავიაგადაფრენა მოხდა აშშ-დან ავსტრალიაში.
1949 წელს ლონდონში ჯორჯ ორუელის "1984" გამოვიდა.
1960 წელს ტროცკის მკვლელს საბჭოთა კავშირის გმირის წოდებას
ანიჭებენ.
1963 წელს ამერიკელმა კარდიოლოგებმა მოწევის წინააღმდეგ პირველი
კამპანია წამოიწყეს.
1984 წელს კინომსახიობების გილდიამ აშშ-ში საპატიო წევრად მიიღო
დისნეის პერსონაჟი იხვი დინალდი.
მასალის გამოყენების პირობები