ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
არ ვიცი ბავშვთა უფლებების საკითხი როგორ იდგა ძველ რომში. თუმცა,
თამაშებზე არც ისინი ამბობდნენ უარს. ჩვ.წ. აღ-მდე 17 წელს სეკულარულ
იგივე ეპოქალურ თამაშებზე რომის პრინცეპსმა ავგუსტმა ახალი ერის
დაწყების შესახებ განაცხადა. ახალი ეპოქა საყოველთაო მშვიდობის,
ერთგულების, ღირსების, ზნეობრიობისა და ვაჟკაცობის წლად გამოცხადდა.
პირველი სეკულარული თამაშები, რომელიც მიწისქვეშა ღმერთებს
ეძღვნებოდა ჩატარდა ჩვ.წ. აღ-მდე 249 წელს პირველი პუნიკური ომის
დროს. თამაშები ყოველ ას წელიწადში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, ამას
ხელი სამოქალაქო ომმა შეუშალა 49 წელს.
სამწუხაროდ, არავინ შეუშალა ხელი მკვლელობას, რომელიც 193 წელს რომში
მოხდა. საკუთარ სასახლეში მოკლეს რომის იმპერატორი მარკ დიდი სევერ
იულიანი.
სამაგიეროდ, 1252 წელს ალფონს X კასტილიისა და ლეონის მეფე გახდა.
1479 წელს კოპენჰაგენში გაიხსნა დანიაში პირველი უნივერსიტეტი.
1495 წელს წერილობით წყაროებში პირველად ახსენეს შოტლანდიური ვისკი.
მისი დამამზადებელი ბერი ჯონ კორი გახლდათ.
1533 წელს ანა ბოლეინის კორონაცია მოხდა.
1792 წელს კენტუკი აშშ-ს მე-15 შტატი ხდება.
1798 წელს ტენესი იღებს იგივე სტატუსს და მე-16 შტატად ცხადდება.
1831 წელს ინგლისელმა მკვლევარმა ჯონ როსმა აღმოაჩინა ჩრდილო
მაგნიტური პოლუსი.
1862 წელს ამ საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა - მთელი
ამერიკის ტერიტორიაზე აიკრძალა მონობა.
1869 წელს თომას ალვა ედისონმა პატენტი მიიღო ელექტრონულად ხმის
მიცემის დამარეგისტრირებელ მოწყობილობაზე.
1925 წელს დაფუძნდა ამერიკული კომპანია "კრაისლერი".
1927 წელს კანადაში ყველა მძღოლს მოსთხოვეს მართვის მოწმობის
ქონა.
1936 წელს ჩარლი ჩაპლინი და პოლეტ გოდარი დაქორწინდნენ.
1946 წელს ბრიტანეთში გაიცა პირველი სატელევიზიო ლიცენზიები სულ 2
ფუნტად.
მასალის გამოყენების პირობები