ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
27 მაისი მძიმე დღეა ყველა კუდიანისთვის. 1647 წლის 27 მაისს
მასაჩუსეტსის შტატში სიკვდილით დასაჯეს პირველი კუდიანად შერაცხული
პირი ამერიკაში - აჩა იანგი.
1657 წელს წმინდა რომის იმპერიამ თავი გამოიდო პოლონეთში
დასახმარებლად. იგი მას უკრაინელი კაზაკებისგაან იცავდა.
1679 წელს ინგლისში მიიღეს
Habeas Corpus Act ადამიანის უფლებების
აქტი.
1844 წელს გაგზავნეს პირველი დეპერაშა მორზეს შრიფტის
გამოყენებით.
1895 წელს ბირტ აკრესმა დაპატენტა პირველი კინოპროექტორი.
1926 წელს ჰანიბალში მისურის შტატში დადგეს ჰეკლბერი ფინისა და ტომ
სოიერის ქანდაკება.
1930 წელს რიჩარდ დრიუმ დაპატენტა წებოვანი ქაღალდი, იგივე "სკოჩი".
მისი საშუალებით მანქანების მინებს ფარავდნენ შეღებვის დროს.
1940 წელს ლევ ტროცკიზე პირველი თავდასხმა განხორციელდა, თუმცა
დავდამსხმელს ხელი მოეცარა.
1950 წელს ფრენკ სინატრას ტელედებიუტი შედგა.
1960 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა.
1964 წელს კოლუმბიაში სამოქალაქო ომი დაიწყო.
1971 წელს ლეგენდარული მეკარე ლევ იაშინი ფეხბურთს დაემშვიდობა.
1977 წელ
Sex Pistols-მა
God Save the Queen ჩაწერა სიმღერა. იგი
მაშინვე აიკრძალა, თუმცა მაინც ბესთსელერად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები