ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე.
თუმცა, საზეიმოდ არ ქონდათ საქმე ესპანეთში 1232 წელს. პაპმა
გრიგორი IX-ემ ინკვიზიტორები გაგზავნა არაგონში. ამით სათავე დაედო
იმას რასაც ორი საუკუნის შემდეგ ესპანურ ინკვიზიციას უწოდებენ.
1521 წელს იმპერატორმა კარლ V-ემ ხელი მოაწერა ედიქტს, რითაც მარტინ
ლუთერის დაპატიმრება ბრძანება შევიდა ძალაში.
1583 წელს სტრასფორდის ეკლესიაში მონათლეს შექსპირის პირველი
ქალიშვილი სუზანა. მაშინ შექსპირი 19 წლის იყო.
1865 წელს აშშ-ს სამოქალაქო ომის ბოლო ბრძოლა გაიმართა.
1868 წელს ინგლისში უკანასკნელად ჩატარდა საჯაროდ სიკვდილით
დასჯა.
1905 წელს კანში თავი მოიკლა რუსეთის ერთ- ერთმა ყველაზე მდიდარმა
ადამიანმა სავა მოროზოვმა.
1928 წელს ფიფას ერთ -ერთ სხდომაზე გადაწყდა ფეხბურთში მსოფლო
ჩემპიონატების ოთხ წელიწადში ერთხელ გამართვა.
1938 წელს ჰიტლერმა პირადად დადო პირველი აგური "ფოლქსვაგენის"
ქარხნის მშენებლობაზე.
1943 წელს ინგლისში ეკლესიებს ზარების რეკვის უფლება მიეცათ. ეს
აკრძალვა 1939 წელს გაჩნდა ომის გამო.
1947 წელს აკრძალეს სიკვდილით დასჯა, თუმცა 1950 წელს აღადგინეს.
2001 წელს მასონთა მსოფლიო სხდომა გაიმართა მადრიდში.
მასალის გამოყენების პირობები