ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
1592 წელს ვენეციის ინკვიზიციამ დააპატიმრა იტალიელი ფილოსოფოსი
ჯორდანო ბრუნო, რომელსაც ერესის ბრალდება წაუყენეს.
1877 წელს რუმინეთმა თურქეთიდან დამოუკიდებლობა მოიპოვა.
1878 წლის 24 მაისს ივანე ტურგენევმა ოქსფორდის უნივერსიტეტის
სამოქალაქო უფლებების დოქტორის წოდება მიიღო. რითაც გახდა მსოფლიოში
პირველი მწერალი, რომელსაც ეს წოდება მიანიჭეს.
1904 წელს ვენაში გაიხსნა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ- რომაულ
ჭიდაობაში.
1918 წელს ივანე ბუნინმა მეუღლესთან ერთად საბჭოეთი დატოვა.
1922 წელს დაფუძნდა პირველი პიონერული ორგანიზაცია პეტერბურგში.
ამავე წელს დაარსდა უოლტ დისნეის პირველი კომპანია, რომელიც მალევე
დაიწვა.
1980 წელს ეკრანებზე გამოვიდა სტენლი კუბრიკის "ნათება".
1987 წელს საბჭოთში აღარ ახშობდნენ რადიო "ამერიკის ხმას".
1994 წელს კვენტინ ტარანტინოს "კრიმინალურმა საკითხავმა" კანის "ოქროს
პალმის რტო" აიღო.
2000 წელს კანის კინოფესტივალზე, მუსიკოსმა ბიორკმა "საუკეთესო
მსახიობის" ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმისთვის "წყვდიადში
მოცეკვავე".
მასალის გამოყენების პირობები