ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
853 წელს ოლაფ თეთრმა ნორვეგიის მეფის შვილმა ვიკინგებისა და
დანიელების დაქვემდებარებში მოაქცია ირლანდია და დუბლინი გახადა მისი
დედაქალაქი.
1455 წელს დაიწყო ალისფერი და თეთრი ვარდების ომი.
1849 წელს აბრაამ ლინკოლნმა მიიღო პატენტი გემთსაშენი დოკის
გამოგონებაზე. ლინკოლნი რჩება ერთადერთ პრეზიდენტად, რომელიც
გამოგონების ავტორია.
1968 წელს აშშ-ს შტატ ინდიანაში მოხდა ძარცვა, რომელიც ისტორიაში
მატარებლის დიდი ძარცვის სახელით შევიდა.
1892 წლის 22 მაისს ექიმმა მარშალმა დააპატენტა გამოგონება - კბილის
პასტის ტუბი.
1906 წელს ძმებმა რაიტებმა მიიღეს პატენტი მათ მფრინავ აპარატზე.
1921 წლის 22 მაისს ჩიკაგოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება
დაეჯარიმებინა ყველა ქალი 10-დან 100 დოლარამდე, რომელიც ქუჩაში
გამოჩნდებოდა მოკლე ქვედაბოლოთი და შიშველი მკლავებით.
1926 წელს მუსოლინიმ აკრძალა სილამაზის კონკუსები და მას ამორალური
უწოდა.
სამაგიეროდ 1968 წელს შოტლანდიის საეკლესიო ხელისუფლებამ ქალი
სასულიერო პირების ხელდასხმაზე თანხმობა გასცა.
რიჩარდ ნისკსონი მეორე პერზიდენტს წარმოადგენდა, რომელიც 1972 წელს
სსრკ-ში ჩავიდა.
2003 წელს პოლ მაკარტნი რუსეთს ეწვია,სადაც მას სანკტ -პეტერბურგის
კონსერვატორიის დოქტორის წოდება მიანიჭეს.
მასალის გამოყენების პირობები