ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო
დღეა.
ასევე სამხედრო საზღვაო ფლოტის, მეხანძრეების, კონსტიტუციის,
მოქალაქეობის, აგრარული რეფორმის და მამების დღე.
17 მაისი ინგლისელი ბარონების აჯანყების დღეცაა. 1215 წელს ინგლისელი
ბარონები მეფე იოანე უმიწოს აუჯანყდნენ და დაიპყრეს ლონდონი.
1497 წელს ვასკო და გამამ ინდოეთის ნაპირებთან მიაღწია.
1642 წელს დაარსდა მონრეალი.
1718 წელს ინგლისელმა იურისტმა ჯეიმს პაკლმა დააპატენტა მსოფლიოში
პირველი ტყვიამფრქვევი - იგივე პაკლის იარაღი.
1792 წელს 24 ბროკერი აარსებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას, მანამდე ამ
ადგილას ხე ხარობდა, რომლის ჩრდილსაც ეფარებოდნენ აღნიშნული
ბროკერები. ამ ხის ადგილას დღეს უოლტ სტრიტი მდებარეობს.
1808 წელს ნაპოლეონ პირველის ბრძანებულებით კათოლიკე ეკლესიის მეთაურს
რომის პაპს ერთმევა წმინდა ძალაუფლება, რომისა და პაპის ყველა
სამფლობელო საფრანგეთის იმპერიის საკუთრებაში გადადის.
1846 წლის 17 მაისს ბელგიელმა ოსტატმა ადოლფ საქსმა დააპატენტა სასულე
ინსტრუმენტი საქსაფონი.
1861 წელს პირველად გამოჩნდა ფერადი ფოტო, რომელიც შოტლანდიელმა
ფიზიკოსმა ჯეიმს მაქსველმა დაამაზადა.
1909 წელს საბრძოლო იარაღებში ბებუთიც შეიტანეს.
1911 წელს გამოიცა ვლადიმერ მაიაკოვსკის კრებული "მე".
1933 წელს გერმანიაშ აიკრძალა გაფიცვები.
1934 წელს ებრაელებს გერმანიაში სამედიცინო დაზღვევა მოუხსნეს.
1943 წელს ამერიკის უამაღლესმა სასამართლომ უკანონოდ სცნო იაპონური
წარმოშვების ამერიკელებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა.
1954 წელს ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ უკანონოდ სცნო რასობრივი
სეგრეგაცია სკოლებში.
1963 წელს პირველ ფოლკლორულ ფესტივალზე მონტერეაში გამოჩნდნენ ჯოან
ბაეზი, ბობ დილანი და პიტ სიგერი.
1975 წელს კანადაში ქალები პირველად მიიღეს პოლიციაში.
1990 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალიზმი ამოიღო
ფსიქიკურ დაავადებათა ნუსხიდან.
1997 წელს, 30 წუთის განმავლობაში პოლ მაკარტნიმ ინტერნეტის
საშუალებით მიიღო 3 მილიონზე მეტი კითხვა, რაც მსოფლიო რეკორდია.
მასალის გამოყენების პირობები