ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
14 მაისს საქართველოში თამარობა აღინიშნება.
არ ვიცი რამდენად აღნიშნავენ საფრანგეთში ლუდოვიკოობას, მაგრამ 1607
წლის სწორედ 14 მაისს, მას შემდეგ რაც მოკლეს ჰენრი IV, საფრანგეთის
ტახტზე ლუი XIII ავიდა. ლუი მაშინ 9 წლის იყო.
1643 წლის 14 მაისს კი ლუი
XIII-ის სიკვდილის შემდეგ მისი შვილი
ლუი XIV 5 წლის ასაკში გამეფდა.
ამასობაში 1607 წელს ინგლისელებმა ამერიკაში პირველი დასახლება
ჯეიმსტაუნი დააფუძნეს.
1872 წელს კი გერმანიის კანცლერმა ოტო ბისმარკმა "კულტურქამფი"
გამოსცა, რომელიც კათოლიკების წინააღმდეგ იყო მიმართული.
1878 წელს სახელწოდება "ვაზელინი" დააპატენტეს როგორც სამარკო ნიშანი
ეს საშუალება ინგლისელმა რობერტ ჩეზბრომ გამოიგონა და ამით საქმე
გაუადვილა როგორც სხვადასხვა დაავადებების მკურნალობას, ასევე
ქვემძრომთა მთელ თაობებს.
1900 წელს პარიზში ჩატარებულ ოლიმპიადაში ქალებმა პირველად მიიღეს
მონაწილეობა.
1915 წელს დიდი ბრიტანეთიდან დეპორტაცია მოახდინეს ყველა იმ ადამიანის
რომელთა მიმართაც მტერთან მოკავშირეობაში გაჩნდა ეჭვი.
1924 წლის 14 მაისს ლორდთა პალატის გადაწყვეტილებით ქვეყანაში
შემოიღეს მართვის მოწმობის მისაღებად სავალდებულო გამოცდები.
1941 წელს პარიზში გერმანელმა ნაცისტებმა 3600 ებრაელი
დააპატიმრეს.
1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა აღიარეს.
1986 და 1990 წლებში საბჭოთა კავშირის გენერალურმა მდივანმა
გორბაჩევმა მთელი რიგი შეცდომები და ტყუილები გამოთქვა. მან
ჩერნობილის ავარიის სერიოზულობა უარყო და ასევე უარყო ესტონეთისა დ ა
ლატვიის დამოუკიდებლობა.
"1991 წელს ვინი მანდელა, ნელსონ მანდელას ცოლი, დააპატიმრეს და 6
წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მასალის გამოყენების პირობები