ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
10 მაისს ევროპისა და აზრიის სხვადასხვა ქვეყნებში წიგნის დღეს, პურის
მომყვანის, ზღვის ღმერთის და ყვავილების დღეს აღნიშნავენ.
10 მაისს მოგზაურები და აღმოჩენების გააქტიურების დღეა. 1497 წლის 10
მაისს ამერიგო ვესპუჩის მეორე მოგზაურობა დაიწყო ახალ სამყაროში.
1503 წლის 10 მაისს ქრსიტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა კაიმანის
კუნძულები
1534 წელს ჟან კარტიემ ნიუფაუნდლენდი საფრანგეთის საკუთრებად
გამოაცხადა.
1796 წელს ლოდთან ინგლისისა და ნაპოლეონის ჯარების შეტაკება მოხდა,
რომელიც ამ უკანასკნელის გმარჯვებით დასრულდა.
1811 წელს ინგლისში პირველად შემოიღეს ქაღალდის ფული.
1871 წელს დასრულდა ფარანკო -პრუსიის ომი.
1933 წლის 10 მაისს წიგნების მასობრივად დაწვეს გერმეანელმა
სტუდენტებმა. საიდანაც დაიწყო ყველა "არაგერმანული სულის" ნაწარმოების
დევნა გერმანიაში.
1940 წელს საგანგებო მდგომარეობის გამო ინგლისის მეფემ ჩერჩილი
პრემიერ- მინისტრად დანიშნა.
გერმანულმა ავიაციამ შეცდომით გერმანული ქალაქი ფრაიბურგი
დაბომბა.
1963 წელს ჯორჯ ჰარისონის რეკომენდაციით ხმის ჩამწერმა ფირმამ
Decca
ჯგუფ
The Rolling
Stones-თან კონტრაქტი გააფორმა.
2005 წელს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ვლადიმერ არუტუნიანმა
სცენის მიმართულებით, სადაც ჯორჯ ბუში და მიხეილ სააკაშვილი
იმყოფებოდნენ, ბომბი ისროლა რომელიც არ ამოქმედდა.
2008 წელს ვულკანი ეთნა გააქტიურდა.
მასალის გამოყენების პირობები