ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
4 მაისს ზამბია შრომის დღეს, ლატვია დამოუკიდებლობის აღდგენის, ტონგა
- პრინცის დღეს, იაპონია კი სიმწვანის დღეს აღნიშნავს.
1410 წლის 4 მაისს კი ბოლონიაში ქართლი ციანიდის საქმისმაგვარი
შემთხვევა მოხდა, ოღონდ ფატალური ფინალით. სიცოცხლეს გამოასალმეს
რომის ანტიპაპა ალექსანდრე V - სავარაუდოდ მოწამლეს.
1415 წელს კონსტანტას საეკლესიო კრებაზე ინგლისელი თეოლოგის ჯონ
უაიკლიფის სხეულის დაწვა ბრძანეს, რომელიც 21 წლის წინ იყო
გარდაცვლილი.
1715 წელს პარიზში გამოვიდა პირველი დასაკეცი ქოლგა.
1783 წლის 4 მაისს ინგლისელმა ასტონომმა გერშენმა მთვარეზე წითელი
ნათებები აღმოაჩინა.
1838 წელს კულტურის მოღვაწეებმა მონობიდან გამოისყიდეს ტარას
შევჩენკო.
1927 წლის 4 მაისს ამერიკაში დაფუძნდა ამერიკის კინოაკადემია.
1934 წელს კი მოსკოვის კინოსახლი გაიხსნა.
1979 წელს დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრად აირჩიეს მარგარეტ ტეტჩერი
პირველი ქალი პრემიერ- მინისტრი ინგლისის ისტორიაში.
1998 წელს ვატიკანში რომის პაპის შვეიცარიელთა გვარდიის მეთაური ამ
თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოკლეს ცოლთან
ერთად საიდუმლო ვითარებაში.
მასალის გამოყენების პირობები