ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
1 მაისს ჰავაის კუნძულებზე ლეის ანუ ჰავაის ცეკვების დღე
აღინიშნება.
რუსეთსა და უკრაინაში შრომის დღე, აშშ-ში -სამართლის, ლიოალობისა და
ბავშვთა ჯანდაცვის დღე.
საფრანგეთში კი შროშანების დღესასწაული აღინიშნება.
1 მაისს საინტერესო ამბავი მოხდა ძველ რომში. 305 წელს რომაელმა
მმართველებმა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ უარი თქვეს
ძალაუფლებაზე.
1006 წელს კი დაიბადა ახალი ვარსკვლავი N 1006 მგლის გალაქტიკაში.
დედამიწაზე მისი ნათება 1 მაისს დაფიქსირდა.
1328 წელს მშვიდობიანი მოლაპარაკებების შედეგად ინგლისმა სცნო
შოტლანდიის დამოუკიდებლობა.
1707 წელს კი შოტლანდია ისევ უკან დაბრუნდა თუ დააბრუნეს ინგლისთან,
რითაც საფუძველი ჩაეყარა გაერთიანებული სამეფოს დაფუძნებას.
1682 წელს ლუდოვიკო XIV-მ ოფიციალურად გახსნა პარიზის
ობსერვატორია.
1776 წელს ადამ ვაისჰაუფტმა ბავარიაში დააფუძნა ილუმიანტების საიდუმლო
ორგანიზაცია.
1786 წლის 1 მაისს ვენაში მოცარტის "ფიგაროს ქორწინების" პრემიერა
შედგა.
1836 წელს სანკტ -პეტერბურგში კი გოგოლის "რევიზორის" პემიერა
გაიმართა.
1884 წელს ჩიკაგოში დაიწყო პირველი ცათამბჯენის შენება.
1885 წელს ოტავაში პირველი ელექტრონული ფარნები აინთო.
მეორე ინტერნაციონალის პარიზის კონგრესმა 1886 წელს 1 მაისი მშრომელთა
სოლიდარობის დღედ გამოაცხადა, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა
სოციალური მოთხოვნით უნდა გამართულიყო.
1899 წელს პირველად გამოვიდა გაყიდვაში ასპირინი.
1933 წელს ბრიტანეთსა და ინდოეთში შორის სატელეფონო კავშირი
დამყარდა.
1940 წელს გაუქმდა ოლიმპიადა მეორე მსოფლიო ომის გამო.
1948 წელს ბირმინგემში, ალაბამას შტატში დააპატიმრეს სენატორი,
რომელმაც სცადა იმ კარში გასულიყო, სადაც ეწერა
"შავკანიანებითვის".
1978 წელს პირველად მსოფლიოში იაპონელმა ნიომი უამურამ ძაღლების
მარხილით მარტომ მაიღწია ჩრდილოეთ პოლუსამდე ამისთვის მას 54 დღე
დასჭირდა.
მასალის გამოყენების პირობები