ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
29 აპრილი ცეკვის საერთაშორისო დღეა.
ამ დღეს დანიაში პრონცესა ბენედიქტეს დღეს აღნიშნავენ. იაპონიაში 29
აპრილს მათ იმპერატორს იხსენებენ.
კარდინალ რიშელიეს კი კანადა გაახსენდა, ამიტომ 1627 წლის 29 აპრილს
ბრძანება გამოსცა რომლის თანახმად საფრანგეთის სახელმწიფოს კანადის
გამოკვლევისა დ ა კოლონიზაციის პროცესი უნდა დაეწყოთ.
1770 წელს ინგლისელი ზღვაოსანი ჯეიმს კუკი ავსტრალიის ნაპირზე
გადავიდა.
1882 წელს ბერლინში ტროლეიბუსების ხაზმა მუშაობადაიწყო.
1884 წელს ქალ სტუდენტებს ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოცდების
ჩაბარების უფლება მისცეს.
1913 წელს ამერიკელმა ინჟინერმა გიდეონ ცუნდბეკმა ელვაშესაკრავი
დააპატენტა.
1978 წელს დანიაში სიკვდილით დასჯა აკრძალეს.
1982 წელს ჩიენეთში მოსახლეობის რაოდენობამ მილაირდს გადააჭარბა.
2011 წელს პრინცმა უილიამმა კეტრინ მიდლტონზე იქორწინა.
მასალის გამოყენების პირობები