ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
28 აპრილი შრომის დაცვის საერთაშორისო დღეა.
თუმცა წარსულში მომხდარი ფაქტები ადამიანების შრომაზე მეტად ომების
ისტორიებს ყვებიან.
მაგალითად, 1503 წლის 28 აპრილს ფრანგებსა და ესპანელებს შორის
გამართულ ბრძოლაში პირველად გამოიყენეს ტყვია- წამალი.
1599 წლის 28 აპრილს დაკანონდა ერთი სალოცავი წიგნი ინგლისის ყველა
ეკლესითვის. და ეს საქმე არც მეტი არც ნაკლები ინგლისის პარლამენტმა
გადაწყვიტა.
1686 წელს ისააკ ნიუტონმა სამეფო საზოგადოებას წარუდგინა მისი
მონუმენტური ნაშრომი "ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური
საწყისები".
1788 წელს მერილენდი საკუთარი ნებით გახდა აშშ-ს მე-7 შტატი.
სამაგიეროდ, 1799 წელს რუსეთის ჯარებმა ძალის გამოყენებით აიღეს
მილანი.
1848 წელს მიხეილ სალტიკოვ- შედრინი გადაასახლეს.
1852 წელს კი დაიჭრეს ტურგენევი გოგოლზე გამოქვეყნეული
სტატიისთვის.
1908 წელს დაფუძნდა ესპერანტროს მსოფლიო ასოციაცია.
1914 წელს აშშ-ში დააპატენტეს საჰაერო კონდიციონერი.
1930 წელს პირველად აშშ-ს ისტორიაში ემიგრაციის მაჩვენებელმა
გადააჭარბა იმიგრანტების შემოსვლის მაჩვენებლებს. ეს აიხსნებოდა
ეკონომიკური კრიზისითა და კანონების გამკაცრებით
1939 წელს ჰიტლერმა დენონსაცია მოახდინა თავდაუსხმელობის შესახებ
გერმანია-პოლონეთის ხელშეკრულებას, ასევე გააბათილა ანგლო-გერმანული
შეთანხმება საზღვაო უსაფრთხოების შესახებ.
ამის გამო პასუხი აგო ოღონს 6 წლის შემდეგ. 1945 წლის 28 აპრილს
საბჭოთა ჯარებმა რეიხსტაგის შტურმი მოახდინეს.
იტალიაში კი სიკვდილით დასახჯეს ბენიტო მუსლინი და მისი
საყვარელი.
1953 წელს დააპატიმრეს ვასილ სტალინი.
1967 წელს კასიუს კლეის კრივის ტურნირებში მონაწილეობის უფლება
წაერთვა მისი უარის გამო - ემსახურა ამერიკის არმიაში.
1968 წელს ნიუ- იორკში შედგა მილოშ ფორმანის მიუზიკლის "თმების"
პრემიერა.
ამავე წელს რუსეთიში ლეონიდ გაიდაის ფილმის "ბრილიანტის ხელის"
პრემიერა გაიმართა.
1969 წელს შარლ დე გოლი საკუთარი ნებით გადადგა.
2001 წლის 28 აპრილს პირველმა კოსმოსურმა ტურისტმა დენის ტიტომ
იმოგზაურა ჩვენს გალაქტიკაში.
მასალის გამოყენების პირობები