ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას
უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
14 აპრილი ქართული ენის დღეა. ასევე ახალგაზრდობის და ბენგალური ახალი
წლისა და წყლის ფესტივალი. სამხრეთ კორეაში 14 აპრილს შავი დღე
აღინიშნება. სხვანაირად რომ ვთქვათ 14 აპრილი სამხრეთ კორეაში უცოლო
კაცების დღეა.
შავი დღე გაუთენდა მარკუს ავრელიუსსაც ჩვ. წ. აღ.- მდე 43 წლის 14
აპრილს Fორუმ Gალლორუმ-თან იულიუს ცეზარის არმიამ ბრძოლაში გაანადგურა
მარკუს ანტონიუსის ჯარი.
დიდ და ხმაურიან შეტაკებებს ქონდა ადგილი 1471 წლის 14 აპრილსაც. აქ
ალისფერმა და თერთმა ვარდებმა გააჩაღეს სისხლისღვრა.
ამ ეპოქებში ან ომობდნენ ან ახალ მიწებს და ადგილებს აღმოაჩედნენ.
ესპანელმა ბართოლომეო ფერელომ ომს მოგზაურობა არჩია და 1543 წელს ყურე
აღმოაჩინა, რომელსაც სან- ფრანცისკოს სახელი უწოდა.
1611 წლის 14 აპრილს პრინცმა ფედერიკო ცეზიმ პირველად ახსენა სიტყვა
"ტელესკოპი".
14 აპრილი თავდასხმებითაც გამოირჩა. 1865 წლის 14 აპრილს თავს
დაესხნენ ამერიკის მე- 16 პრეზიდენტს აბრაამ ლინკოლნს. იგი ეორე დღეს
გარდაიცვალა.
1871 წელს დაფუძნდა გერმანიის პარლამენტი რეიხსტაგი.
1879 წლის 14 აპრილს თავს დაესხნენ იმპერატორ ალექსანდრე მეორეს.
1894 წელს ამერიკელი გამომგონებლის ედისონის კინოპროექტორის პირველი
საჯარო დემონსტრაცია მოეწყო.
1912 წელს "ტიტანიკი" აისბერგს დაეჯახა.
1927 წელს გეტებორგში "ვოლვოს" ფირმის მანქანა გამოუშვეს.
1956 წელს ჩარლს გინსბერგმა, ჩარლზ ადერენმა დ ა რეი დოლბიმ
წარმოადგინეს მათი გამოგონება ვიდეომაგნიტოფონი.
1983 წლის 14 აპრილს პირველი რადიოტელეფონი გაიყიდა დიდ
ბრიტანეთში.
1991 წლის 14 აპრილს კი ვან გოგის მუზეუმიდან მხატვრის 500
მილიონი დოლარის ღირებულების
20
ნახატი გაიტაცეს. ქურდობის მოტივი იყო - როგორც საწყალი
ვან გოგი იტანჯებოდა უფულობით თქვენც ასე უნდა დაიტანჯოთო.
ადამიანები 2010 წლის 14 აპრილსაც დაიტანჯნენ. ამ დღეს ვულკანი
ამოიფრქვა ისლანდიაში, თუმცა ხალხი არა იმდენად თავად ამოფრქვევამ
შეაწუხა, რამდენადაც მისი სახელის მრავალგზისი წარმოთქმის
ვალდებულებამ. ამ ვულკანს - ეიაფიადლაიიოკიუდლი ქვია.
მასალის გამოყენების პირობები