ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას
უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
12 აპრილი ადამიანის კოსმოსში პირველად გასვლისა და ზოგადად,
ავიაციისა და კოსმონავტიკის მსოფლიო დღე. 12 აპრილს ამერიკაშიც
აღნიშნავენ და „იურის ღამეს“ ეძახიან - პირველი ასტრონავტის იური
გაგარინის საპატივცემულოდ. მოკლედ, 12 აპრილი ყველას დღეა,
ვისაც ფრენა უყვარს, თუნდაც სიზმარში.
სიზმრები კარგი ქონდა ემელია პუგაჩევს, თუმცა რეალობა აღმოჩნდა მწარე.
1774 წელს გოლიცინის არმიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა
პუგაჩევის რაზმებს.
კარგი დღე არც ფრანგულ ფლოტს დაადგა. 1782 წლის 10 აპრილს ინგლისის
ფლოტმა ფრანგები დაამარცხა ვესტ-ინდოეთში.
1815 წელს ვულკანი ტამბორას ამოფრქვევამ კუნძული სუმბავაზე დიდი
კატასტროფები გამოიწვია. ამოფრქვევა დაიწყო 5 აპრილს და 10 აპრილს
კულმინაციას მიაღწია 10 000 ადამიანი მაშინვე დაიღუპა. 80 ათასი
მოგვაიანებით - ცუნამისა და შიმშილის ნიადაგზე.
1861 წელს კონფედერატებმა ფორტი სამტერის დაბომბვა დაიწყეს და ამით
დაიწყო სამოქალაქო ომი აშშ-ში.
1881 წელს იმპერატორმა ალექსანდრე III-მ რუსეთში თავისუფალი შესვლისა
ა გამოსვლის შესახებ ბრძანება გასცა, სხვანაირად რომ ვთქვათ,
ვიზალიბერალიზაციას მოაწერა ხელი.
1903 წელს ლონდონში გამოვიდა პირველი საზოგადოებრივი ავტობუსი
შინაგანი წვის ძრავით.
1918 წელს რუსეთში ჟანდარმერია ანარქისტების 26 საიდუმლო შტაბს
ერთდროულად დაესხაა თავს და სრულიად განაიარაღა.
1988 წელს პატენტების ბიურომ დააპატენტა ცხოველი - ლაბორატორიული
თაგვი, რომელიც გენური ინჟინერიით უკეთესი გახდა.
"1992 წელის 12 აპრილს პარიზში "დისნეი ლენდი" გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები