გართობა
6 აპრილი - დღე, როდესაც პეტრარკამ პირველად ნახა ლაურა
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

1199 წლის 6 აპრილს საფრანგეთთან ომში იღუპება ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგული. ამ ამბავს ინგლისის ქალაქებთან და სოფლებთან ერთად, მთელი შერვუდის ტყეც გლოვობდა თავის ბანდიტებიან-ყაჩაღებიანად.

1327 წლის 6 აპრილს წმინდა კლარას ეკლესიაში (ავინიონში) ფრანჩესკო პეტრარკამ პირველად იხილა ლაურა და პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა. რას უშვება ხალხს ეს გაზაფხული?!

პეტრარკამ ლაურა აღმოაჩინა, 1748 წლის 6 აპრილს კი პომპეის ნანგრევები აღმოაჩინეს.

1814 წლის 6 აპრილს ნაპოლეონმა უარი თქვა ტახტზე, რის შემდეგაც აღდგა ბურბუნთა დინასტია.

1896 წლის 6 აპრილს ათენში ჩატარდა პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები.

1897 წელს ზანზიბარში აიკრძალა მონობა.

1899 წელს მოსკოვში პირველი ტრამვაი ამოქმედდა.

1917 წელს პირველ მსოფლიო ომში ამერიკა ჩაერთო და ანტანტის მხარე დაიჭირა.

1924 წელს იტალიის არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო ფაშისტურმა პარტიამ.

1966 წელს გერმანიაში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. რუსმა მფრინავებმა კაპუსტინმა და იანოვმა უარი, თქვეს კატაპულტირებაზე და საკუთარი სიცოცხლის ფასად თვითმფრინავი გააცილეს დასახლებულ ადგილებს, რის შემდეგაც იგი ტბაში ჩავარდა.

1985 წელს ამერიკაში პირველად გაკეთდა ხელოვნური გულის გაანერგვის ოპერაცია. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #6 აპრილი
მსგავსი სიახლეები
11 და
12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში,
ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
11:08 / 11.10.2024
11 და 12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში, ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
ქუთაისში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები,
მოსალოდნელი უამინდობის გამო, 2 ივნისს გაიმართება.
16:07 / 30.05.2024
ქუთაისში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მოსალოდნელი უამინდობის გამო, 2 ივნისს გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.