ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას
უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
3 აპრილი დაბნეული ადამიანების დღეა. აი, მაგალირად, კოლუმბი.
1502 წლის 3 აპრილს ქრისტეფორე კოლუმბის მეოთხე ექსპედიცია დაიწყო.
კოლუმბი მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენებს აკეთებს. თუმცა, ჯერ
კიდევ ვერ ხვდება მათ მასშტაბებს და თავი ისვე ინდოეთში გონია.
სამაგიეროდ, ბულგარეთში მიხვდნენ, რომ დედაქალაქად სხვა ქალაქი
ჭირდებოდათ და 1879 წლის 3 აპრილს სოფია ბულგარეთის დედაქალაქად
გამოაცხადეს.
1896 წელს მილანში დაარსდა სპორტული გაზეთი
La Gazzetta dello Sport, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა გახდა
მთელ ევროპაში.
1905 წლის 3 აპრილს კი, არგენტინაში საფეხბურთო კლუბი "ბოკა ხუნიორსი"
დაარსდა.
1911 წლის 3 აპრილს საყოველთაო აღწერა მოხდა დიდ ბრიტანეთში და 45 216
665 მცხოვრები დაფიქსირდა.
1922 წლის 3 აპრილს იოსებ სტალინი, ძალიან დაბნეულმა ხალხმა, სსრკ-ს
გენერალურ მდივნად აირჩია.
1928 წლის 3 აპრილს "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" ხელნაწერი 75 260
დოლარად გაიყიდა.
1933 წლის 3 აპრილს კი თვითმფრინავმა პირველად გადაუფრინა ევერესტს
(კოლუმბის არ იყოს როგორც ჩანს ეს პილოტიც დაბნეული იყო) და
თავადაც ვერ გაიგო ისე აღმოჩნდა ევერესტის თავზე.
1967 წლის 3 აპრილს "კავკასიელი ტყვე ქალის" პრემიერა გაიმართა.
1968 წლის3 აპრილს კი აშშ-ში სტენლი კუბრიკის "კოსმოსური ოდისეა"
უჩვენეს პირველად.
1972 წლის 3 აპრილს ჩარლი ჩაპლინი 20 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად
დაბრუნდა აშშ-ში.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კი 1987 წლის 3 აპრილს სიგარეტის
მოწევა აითვალწუნა და ჯანმრთელობისთვის საშიშად გამოაცხადა.
ცუდად წაუვიდა საქმე ბილ გეტსსაც მან 2000 წლის 3 აპრილს
Microsoft-ის აქციების
მკვეთრი ვარდნის გამო, ერთ დღეში 12 მილიარდი დოლარი დაკარგა.
მოკლედ, მდიდრებიც ტირიან.
მასალის გამოყენების პირობები