ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას
უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
1 აპრილი სიცილის დღეა, ამ დღეს ერთნაირი იუმორი აღმოაჩნდათ
საქართველოს, აშშ-ს, კანადას, ინგლისს, რუსეთს, ფინეთს, ბალტიის
ქვეყნებს და ესპანეთს. სწორედ, ამ ქვეყნებში ასოცირდება პირველ
აპრილთან იუმორი და ტყუილი.
სანამ ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში ერთმანეთს ატყუებენ. იაპონიაში ცეკვით
ერთობიან. 1 აპრილი იაპონიაში მიაკო ოდორის ანუ გაზაფხულის ცეკვის
ფესტივალის დღეა.
1778 წლის 1 აპრილს ოლივერ პოლლოკმა ახალი ორლეანიდან გამოიგონა
დოლარის ნიშანი $.
1803 წლის 1 აპრილს საფრანგეთის მთავრობას საერთოდ არ აღმოაჩნდა
იუმორის გრძნობა, ამიტომ ძალიან სერიოზულად მიუდგა ადამიანის
სახელებს. მთავრობამ აკრძალა ბავშვებისთვის იმ სახელების დარქმევა,
რაც კალენდარში არ წერია.
1853 წელს ერთადერთი ცინცინატის მერია მიხვდა, რომ მეხანძრეებს
სისტემატურად უნდა უხადოს ხელფასი.
მიხვედრილობით გამოირჩა ინგლისური გაზეთი "თაიმსის" რედაქცია, მათ
1875 წლის პირველი აპრილიდან რეგულარულად დაიწყეს ამინდის პროგნოზის
ბეჭდვა.
1889 წელს ჩიკაგოში პირველად გამოიყენეს ჭურჭლის სარეცხი მანქანა.
1890 წლის 1 აპრილს ბელგიელმა ემიგრანტმა დააპატენტა გამოგონება,
რომელსაც ტროლეიბუსი უწოდა.
1891 წელს პოლ გოგენიც მიხვდარომ რაღაც უნდა შეეცვალა მის
ცხოვრებაში, ამიტომ 1 აპრილს მარსელიდან ტაიტიზე გაემგზვრა.
1924 წელს ანტუან დე სენტ ეგზიუპერიმ დაბეჭდა პირველი მოთხრობა
"მფრინავი".
1940 ნიუ ჯერსიში პირველად გამოიყენეს ელექტრონული მიკროსკოპი.
1978 წლის 1 აპრილს სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა კი, სრულიად
სერიოზულად დააფუძნეს
Apple
Computer Company.
მასალის გამოყენების პირობები