გართობა
31 მარტს - ეიფელის კოშკის, მერსედეს-ბენცისა და ჯიმი ჰენდრიკსის გიტარის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.


31 მარტის ნაციონალური დღესასწაულებიდან საყურადღებოა სამხრეთ კორეული დღესასწაული "ხანსიკი". ამ დღეს არ მიირთმევენ ცხელ საკვებს, ამით პატივისცემას გამოხატავენ ცეცხლის და სითბოს მიმართ.

1282 წლის 31 მარტს ეპისკოპოსმა ელიმ დააფუძნა პიტერხაუსი სადღეისოდ, კემბრიჯის უნივერსიტეტის ყველაზე პატარა და ძველი კოლეჯი.

1770 წლის 31 მარტს ინგლისელმა ზღვაოსანმა ჯეიმს კუკმა შეისწავლა რა ახალი ზელანდია და  დაასკვნა, რომ იგი მხოლოდდამხოლოდ კუნძული იყო. იმედგაცრუებული კუკი ტოვებს კუნძულს და კურსს ავსტრალიისკენ იღებს. ავსტრალია კუკს იმედებს არ გაუცრუებდა.

მოლოდინები არ გაუცრუეს კვებეკსა და მონრეალს. მათ 1831 წლის 31 მარტს ქალაქის სტატუსი მიენიჭათ.

1889 წლის 31 მარტს ოფიციალურად გაიხსნა ეიფელის კოშკი. ეიფელმა პატრიოტობაზე დადო თავი და საფრანგეთის დროშა აიტანა კოშკის წვერზე. თუმცა, ეიფელი საკუთარი ქმნილების კიბეებმა ისე დაღალა, ისე დაღალა კინაღამ სული დატოვა ეიფელის კოშკზე.

1901 წლის 31 მარტს "მერსედეს- ბენცის" პირველი მანქანა გამოვიდა.

1909 წელს კი "ტიტანიკის" მშენებლობა დაიწყო.

1929 წელს ნიუ-იორკში ჩატარდა ცეკვის მარათონი, გაიმარჯვა ქალმა, რომელმაც 27 საათი იცეკვა.

1959 წლის 31 მარტს გაქურდეს უინსტონ ჩერჩილი. ჰიტლერმა ვერაფერი დააკლო და რიგითმა მძარცველმა დასცა დიდი პრემიერ -მინისტრი.

1967 წელს ჯიმი ჰენდრიკსმა კონცერტის ბოლოს გიტარა დაწვა, მაყურებელი შოკში ჩავარდა, ამან კი ის შედეგი გამოიღო, რომ ყოველი კონცერტის ბოლოს უწევდა გიტარის დაწვა.

1991 წელს საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმზე ხმა მისცა დამოუკიდებლობას.

1999 წლის 31 მარტს კი ეკრანებზე "მატრიცა" გამოდის.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #31 მარტი
მსგავსი სიახლეები
11 და
12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში,
ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
11:08 / 11.10.2024
11 და 12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში, ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
ქუთაისში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები,
მოსალოდნელი უამინდობის გამო, 2 ივნისს გაიმართება.
16:07 / 30.05.2024
ქუთაისში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მოსალოდნელი უამინდობის გამო, 2 ივნისს გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.