გართობა
29 მარტი - ალკოჰოლის დეკრიმინალიზაციის დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ



29 მარტს სხვადასხვა ქვეყნებში გმირების, იურიდიული სამსახურის თანამშრომლების და ახალგაზრდობის დღეებს აღნიშნავენ. იურისტებს, რა თქმა უნდა, რუსეთი ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციის დევიზია - არც ერთი, ძალოვან სტრუქტურებთან მეტნაკლებად ასოცირებული, პროფესია არ დატოვოს საკუთარი დღესასწაულის გარეშე.

დიდი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდათ ინგლისელებსაც მე-15 საუკუნის შუა წლებში. 1461 წელს მოხდა ერთ- ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ომი, ინგლისის ისტორიაში ყველაზე ლამაზი და რომატიკული სახელების მქონე დაპირისპირებულ მხარეებს შორის. სხვანაირად რომ ვთქვათ 29 მარტს ალისფერი და თეთრი ვარდების ომის ყველაზე სასტიკი ბრძოლა განხორციელდა.

1778 წლის 29 მარტს ცნობილი მოგზაური ჯეიმს კუკი პირველი ევროპელი გახდა,რომელმაც კუნძულ ვანკუვერზე შედგა ფეხი.

1795 წლის 29 მარტს ვენაში ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა პირველი კონცერტი გამართა.

1848 წლის 29 მარტს ნიაგარის ჩანჩქერი 30 საათით გაიყინა.

1867 წელს ინგლისში მიიღეს ჩრდილოამერიკული აქტი კანადის შექმნის თაობაზე.

1927 წელს ონტარიოში (კანადა) ალკოჰოლის დეკრიმინალიზაცია მოხდა. კანადის ამ პროვინციაში აიკრძალა მშრალი კანონი.

1974 წელს პირველი ფოტო გადაუღეს პლანეტა მერკურის. უსიცოცხლო პლანეტის პირობაზე ფოტოზე მშვენივრად გამოიყურება.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #29 მარტი
მსგავსი სიახლეები
11 და
12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში,
ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
11:08 / 11.10.2024
11 და 12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში, ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
ქუთაისში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები,
მოსალოდნელი უამინდობის გამო, 2 ივნისს გაიმართება.
16:07 / 30.05.2024
ქუთაისში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მოსალოდნელი უამინდობის გამო, 2 ივნისს გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.