ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას
უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
25 მარტი საფოსტო ბარათის დღეა.
225 მარტი ქალაქებისა და ქალაქი სახელმწიფოების დაარსების დღეცაა.
ლეგენდის თანახმად 421 წელს, სწორედ წმინდა მარიამის ხარების დღეს
დაარსდა ვენეცია. სხვანაირად რომ ვთქვათ ვენეციაც მარიამის
წილხვედრია.
25 მარტი ძალიან უიღბლო შეიქნა პაპი სტეფანე II-სთვის. იგი 751 წლის
25 მარტს რომის პაპად არჩევიდან ორი დღის შემდეგ გულის შეტევით
გარდაიცვალა. მას საპატიო მიზეზი - სიკვდილი, უპატიებლად ჩაუთვალეს და
"სრულფასოვან" პაპად არ ცნეს. როგორც აღმოჩნდა მას არ გაუვლია
შესაბამისი კურთხევის რიტუალი, ამიტომ პონთიფიკების სიაში ვერ მოხვდა.
მომდევნო პაპმა იგივე სახელი აიღო, თუმცა მას ხან სტეფანე მეორედ
მოიხსენიებდნენ, ხან სტეფანე მესამედ. მოკლედ დიდი დაბნეულობა იყო
კათოლიკურ ეკლესიაში.
დაბნეულობა შეიტანა ბრიტანელებში შოტლანდიის მეფე რობერტ ბრუსმაც. იგი
1306 წლის 25 მარტს შოტლანდიის მეფედ აკურთხეს.
25 მარტი შაქრის მწარმოებლების დღეცაა. 1811 წლის 25 მარტს შაქრის
ჭარხალს ევროპაში საპატიო სტატუსი მიეცა. ამ დრომდე შაქრის ჭარხალი
მხოლოდ საქონლის საკვები იყო, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა ნაპოლეონის
შემდეგ. იმ ომებმა, რომელსაც ნაპოლეონი აწარმოებდა. ევროპა მოწყვიტა
ვესტ ინდოეთს, საიდანაც შაქრის მიწოდება ხდებოდა. უშაქროდ დარჩენილ
ევროპას ნაპოლეონის განკარგულებამ სულზე მოუსწრო. ბონაპარტემ გამოსცა
ბრძანება, რომ 80 ათას აკრ მიწაზე დაეთესათ შაქრის ჭარხალი, ასევე
მოემზადებინათ სპეციალისტები და აეშენებინათ შაქრის საწარმოები.
გამოიყო სუბსიდიებიც, რომელთაც გლეხები უნდა წაეხალისებინა ამ
საქმიანობაში.
განძის მაძიებლები ძალიანაც წაახალისა 1997 წლის შემთხვევამ.
არგენტინელი განძის მაძიებლები ჰერმან მოროს მეთაურობით დიდ
აღმოჩენაზე ალაპარაკდნენ. მათ განცხადება გააკეთეს, რომ ეკვადორის
ნაპირებთან აღმოაჩინეს 1654 წელს ჩაძირული გემი
La Capitana, რომელიც დატვრითული იყო ოქროს ზოდებით.
განძის ამოტანის შემდეგ ექსპერტები ვერ შეთანხმდნენ განძის ფასში. იგი
მილიონიდან მილიარდამდე მერყეობდა.
მასალის გამოყენების პირობები