ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას
უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
24 მარტი ომების დღეც არის. ეს დღე სხვადასხვა საუკუნეებში მეფეთა
აქტიურობით გამოირჩევა დაპყრობისა და მითვისების საკითხებში.
1084 წლის 24 მარტს გერმანიის მეფე ჰენრი V-ემ დაიპყრო რომი.
1155 წლის 24 მარტს კი იური დოლგორუკმა დაიპყრო კიევი.
1603 წელს შოტლანდიის მეფემ იაკობ I-მა ინგლისის ტახტზე ელისაბედ
პირველი შეცვალა. საამისოდ დიდი თხოვნები არ დაჭირვებია.
განსხვავებით შოტრალნდიელი იაკობისგან, რუსმა მიხეილ რომანოვმა დიდი
ხვეწნის შემდეგ მიიღო წინადადება გამხდარიყო რუსეთის მეფე. 1613 წელს
მოხდა ეს ფაქტი.
1753 წლის 24 მარტს რუსეთის იმპერიაში გაუქმდა სიკვდილით დასჯა.
თუმცა ამან არ უშველა პავლე I-ს. 1801 წლის 24 მარტს ზემოთაღნიშნული
მეფე მიხაილოვის სასახლეში მოკლეს.
ამასობაში მსოფლიო სხვა რელსებზე გადავიდა. 1802 წლის 24 მარტს
ინგლისელმა გამომგონებელმა რიჩარდ ტრევიტიკმა ორთქმავალის
გამოგონებაზე მიიღო პატენტი.
საფრანგეთის საკანონმდებლო კორპუსის 1804 წლის 24 მარტის
გადაწყვეტილებით კი დამტკიცდა, რომ კორპუსის დარბაზში ბონაპარტეს
ძეგლი აღემართათ.
სანამ მეფეები და იმპერატორები პატივმოყვარეობას იკმაყოფილებდნენ,
მეცნიერები კაცობრიობაზე ფიქრობდნენ. 1882 წლის 24 მარტს ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. გერმანელმა მეცნიერმა რობერტ
კოხმა გამოაცხადა ტუბერკულოზის გამომწვევი ჩხირების აღმოჩენის
შესახებ. ერთი წლის შემდეგ ქოლერის გამომწვევსაც მიაგნო.
გულაჩუყებულმა ნობელის პრემიის გადამცემმა კომიტეტმა ამ
აღმოჩენებისთვის კოხს 1905 წელს ნობელის პრემია მიანიჭა.
ადამიანების გადამრჩენი მთელი ეს გამოგონებები წყალში ჩაყარა ადოლფ
ჰიტლერმა და 1933 წლის 24 მარტს გერმანია მესამე რეიხად და წმინდა
რომის იმპერიის მემკვიდრედ გამოაცხადა. მისი აზრით მესამე რეიხს ათასი
წელი უნდა ეარსება.
ჰიტლერისგან განსხვავებით ომსა და გამანადგურებელ იარაღზე უარი თქვეს
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. 1993 წელს პრეზიდენტმა ფრედერიკ დე
კლერკმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შეიქმნა 6
ატომური ბომბი, მაგრამ განადგურდა 1989 წელს.
მასალის გამოყენების პირობები