21 მარტს ექვსი საერთაშორისო და 13 ნაციონალური დღე აღინიშნება.
ფაქტობრივად ყველაფერი იზეიმება, რისი ზეიმიც შეიძლებოდა. იქამდე
ახალი წელიც. 21 მარტი ნოვრუზის (ახალი წლის) დღესასწაულია, რომელიც
აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში აღინიშნება.
ამასთან ერთად 21 მარტს ტყეების, რასისტული დისკრიმიანციის წინააღმდეგ
ბრძოლის, თოჯინების თეატრის, ადამიანების დაუნის სინდრომით და პოეზიის
დღეც აღინიშნება.
პოეტები იუნესკოს გაახსენდა და მათთვის არც თუ ცუდი დღე გაიმეტა
გრიგორიანულ კალენდარში.
სხვადასხვა ქვეყნებში ზეიმობენ ხეების დარგვის, გაზაფხულის,
საქართველოში კი ქართული ჟურნალისტიკისა და მესაზღვრის დღესაც.
21 მარტს აღინიშნება ვიღაც სულთნის დღე, ასევე სკოლის გამცდენების და
"შატალოს ფუძემდებლების", სოფლის მეურნეობის, ახალგაზრდებისა და
ადამიანის უფლებების დღე.
21 მარტი კოცონზე დაწვის დღეც ყოფილა ტომას კრანმერისთვის. 1556 წლის
21 მარტს ოქსფორდში კოცონზე დაწვეს ეპისკოპოსი ტომას კრანმერი,
რომელმაც ბიბლია ინგლისურ ენაზე თარგმნა. ეპისკოპოსი, როგორც ჩანს, „
რატომ კარგად გითარგმნიას“ მოტივით დაწვეს.
1666 წლის 21 მარტს კანადის მოსახლეობის აღწერა მოხდა, აღმოჩნდა, რომ
მაშინდელ კანადაში სულ რაღაც 3000 ადამიანი ცხოვრობდა.
1804 წელს საფრანგეთში ნაპოლეონის კოდექსი მიიღეს.
სანამ ფრანგები კოდექსის ავ-კარგიანობას არკვევდნენ 1880 წლის 21
მარტს ანტონ ჩეხოვის ლიტერატურული დებიუტი შედგა და პირველად დაიბეჭდა
მისი მოთხრობა გაზეთში.
1922 წლის 21 მარტს ლონდონში ლეგენდარული ვატერლოოს სადგური
გაიხსნა.
1923 წელს პარიზში გამოვიდა ვინმე დოქტორი როჟე, რომელმაც განაცხადა,
რომ მოწევა სასაგებლოა, რადგან ანტიბაქტერიულ თვისებას შეიცავსო.
ბატონ როჟეს ალბათ, გული გაუსკდებოდა დღევანდელი სიგარეტის კოლოფებზე
დატანილი წარწერები რომ ენახა.
1943 წლის 21 მარტს პარიზში ეკზგუმაცია მოახდინეს ვინმე კატერინა
ლაბურის ნეშტის. რომელიც 67 წლის წინ იყო გარდაცვლილი. ნეშთი უხრწნელი
აღმოჩნდა. წმინდა გაბრიელის უხრწნელ ნეშთს კონკურენტი ყოლია
საფრანგეთში.
1946 წელს ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინა გაიხსნა.
1963 წელს ამერიკაში მაღალი სიჩქარის თვითმფრინავიდან პირველად
მოახდინა კატაპულტირება ცოცხალმა არსებამ, იგი დათვი გახლდათ.
თვითმფრინავი 1400 კმ.სთ. სიჩქარით მოძრაობდა 10 კილომეტრის
სიმაღლეზე. დათვი კატაპულტირებიდან 7 წუთსა და 47 წამში დაეშვა
დედამიწაზე ცოცხალი და ჯანმრთელი.
1999 წლის 21 მარტს ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდნენ სახლში
მოგზაურები ბერტრან პიკარმა და ბრაიან ჯონსი. მათ დედამიწას საჰაერო
ბურთით შემოუფრინეს.
მასალის გამოყენების პირობები