ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას
უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ
იტალია, მალტა და ლიხტენშტენი 19 მარტს წმინდა იოსების დღეს
აღნიშნავენ.
წმინდა იოსების დღის აღნიშვნის პარალელურად, იტალიაში, კერძოდ
ვენეციაში „სიამაყის“ დღესაც ზეიმობენ. სიამაყეს იმის გამო, რომ
ვენეციაში 1474 წელს პირველად მოაფიქრდათ რა მნიშვნელოვანი უფლებაა
საავტორო უფლება და მისი დაცვის გარანტია კანონით შექმნეს. მოკლედ 19
მარტს ვენეციაში მიიღეს კანონი, რომელიც გამოგონებებს, სხვანაირად რომ
ვთქვათ საავტორო უფლებებს იცავდა.
1682 წლის 19 მარტს რომის პაპს ჩამოართვეს მყარი უფლებები მეფეთა
გადაყენება -გადმოყენების საკითხში. საეკლესიო სხდომამ გადაწყვოტა,
რომ პაპებმა საკმარისად გააფუჭეს საქმე, ამიტომ შეუმცირეს უფლებები
უმაღლეს საერო პირებთან მიმართებაში.
1823 წელს გაუქმდა პირველი მექსიკური იმპერია.
1831 წელს კი პირველად გაქურდეს ბანკი აშშ-ში.
City Bank of New York -ი იმიგრანტმა ედვარდ
სმიტმა დააყაჩაღა და მოიპარა 240 ათასი დოლარი, რაც მაშინდელი კურსით
უზარმაზარ თანხას წარმოადგენდა. მოგვიანებით მძარცველი დაიჭირეს,
ნაწილი დააბრუმებინეს და მეორე ნაწილი როგორ დაებრუნებინა ამის
მოსაფიქრებლად 5 წლით ციხეში უკრეს თავი.
სმიტს ფული და ოქრო ბანკში ეგულებოდა, აი , ვაშინგტონელი ყასაბი კი
მას უჩვეულო ადგილას გადააწყდა. 1927 წლის 19 მარტს ვაშინგტონში
ყასაბმა წიწილას მუცელში 4 თვითნაბადი ოქრო აღმოაჩინა.
სანამ ყასაბი გონს მოვიდოდა, მანამ მოსკოვში მოხდა უჩვეულო რამ. 1934
წლის 19 მარტს კოლმეურნე მიტროფან ნიკიტინმა ლენინის ნეშტს ცეცხლი
გაუხსნა მავზოლეუმში. ამ ბელადებს ხომ სიკვდილის მერეც არა აქვთ
მოსვენება.
ამასობაში ტელევიზორის ერა დადგა და 1953 წლის 19 მარტს "ოსკარების"
ცერემონია პირველად უჩვენეს ტელევიზორით.
მალე მსოფლიოში ევროკავშირის ერაც დადგა.1958 წლის 19 მარტს სტამბულში
ევროპარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები