ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას
უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ
18 მარტი პარიზის კომუნის დღეა.
კომუნამდე დიქტატორები აქტიურობდნენ. მაგალითად, ჩვ.წ.აღ-ის 37 წლის
18 მარტს მძიმე დროება დაუდგა რომს. იქ კალიგულას მმართველობა
დაიწყო.
შუასაუკუნეებში ჯვაროსნები აქტიურობდნენ. 1229 წლის 18 მარტს
ჯვაროსნებმა აღადგინეს იერუსალიმის სამეფო.
1314 წელს პაპმა გამოიჩინა თავი და სასამართლო მოაწყო. გაასამართლეს
დიდი მაგისტრი ჟაკ მოლე და სხვა ტამპლიერები, რომლებიც ამ სასამართლოს
7 წელი ელოდნენ. ტამპლიერებს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, ჟაკ მოლე
კი კოცონზე დაწვეს.
1325 წელს დაარსდა მსოფლიოში ყველაზე რთულადგამოსათქმელი სახელის
ქალაქი- ტენოჩტიტლანი, რომელიც საბოლოოდ აცტეკების იმპერიის
დედაქალაქი გახდა.
1662 წელს პარიზში პირველად ამოქმედდა საზოგადოებრიცი ტრანსპორტი - 8
ადგილიანი კარეტა "ომნიბუსის სახელწოდებით", რაც "ტრანსპორტი
ყველასთვის" ნიშნავდა.
1839 წელს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირველი მაგალითი განხორციელდა
ჩინეთში. ამ ქვეყანამ აკრძალა მის ტერიტორიაზე ოპიუმის შემოტანა, რაც
იქცა ოპიუმის პირველი ომის მიზეზად.
1891 წლის 18 მარტს გაჩნდა პირველი სატელეფონო კავშირი - ლონდონი-
პარიზი.
1898 წლის 18 მარტს კი გერმანელმა გამომგონებელმა რუდოლფ დიზელმა
განახორციელა დასამახსოვრებელი რამ. მან შიდაწვის მანქანა
გამოიგონა.
თუმცა, ის რაც იაპონიამ განახორციელა სცილდება ყველა ქვეყნის და
ხალხის არაჰუმანური საქციელების თითქმის ყველა გამოვლინებას. 1945
წლის 18 მარტს იაპონიამ დახურა ყველა სკოლა და 6 წელს ზემოთ ყველა
ბავშვი სამხედრო სამსახურში გაიწვია.
ამავე წელს, ანგლო-ამერიკულმა ავიაციამ მოაწყო ყველაზე დიდი საჰაერო
თავდასხმა ბერლინზე. 1300 ბომბდამშენი რამდენიმე საათის განმავლობაში
ბომბავდა მესამე რეიხის დედაქალაქს.
1949 წელს დაარსდა ნატო(ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი).
1965 წელს საბჭოთა კოსმონავტი პირველად გავიდა ღია კოსმოსში. 30 წლის
მაიორი ალექსეი ლეონოვი 23 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა კოსმოსური
ხომალდიდან 1 მეტრის დაცილებით, ვაკუუმმა მისი სკაფანდრის ზომები
გაზარდა და კოსმონავტს პრობლემები შეუქმნა, თუმცა ასტრონავტებმა
მოახერხეს გამკლავება და მშვიდობიანად დაბრუნება დედამიწაზე.
2004 წლის 18 მარტს დედამიწას ყველაზე "ცნობისმოყვარე" ასტეროიდი
მოუახლოვდა. იგი ყველაზე ახლოს მოვიდა დედამიწასთან.
მასალის გამოყენების პირობები