გართობა
17 მარტი - ლიბერის ანუ ცრუღმერთების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ

დღეს დიდი დღეა. იტალიაში არც მეტი არც ნაკლები ლიბერის დღეს ზეიმობენ. დიახ, დიახ სწორედ იმ რომაული პანთეონის ავენტინური ტრიადის ცრუ-ღმერთს მოიხსენიებენ, ასე რომ შეძრა მთელი საქართველო და იუმორისტული ტექსტებისთვის დიდი მასალა შექმნა. სხვანაირად რომ ვთქვათ 17 მარტი ცრუ-ღმერთობის, იგივე ვასაძეობის დღეცაა.

ირლანდიელები თავიანთ "ღმერთს"უძღვნიან 17 მარტს. დღეს წმინდა პატრიკის ხსენების დღეა, იმ პატრიკის სათავე რომ დაუდო ირლანდიულ ლიტერატურას და ალბათ ყველაფერ ირლანდიურს.

ტაილანდშიც ყავთ თავიანთი ღმერთები. მას მუაი ტაი ქვია და ტაილანდურ კრივს წარმოადგენს. ტაილანდელებმა სწორედ მას მიუძღვნეს 17 მარტი.

1861 წლის 17 მარტს იტალიის სამეფო დაფუძნებულა.

თუმცა ამ ფაქტზე უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა 1898 წლის 17 მარტს. ამ დღეს გამოქვეყნდა კლასიკად ქცეული ნეაპოლური სიმღერა O Sole Mio!.

სხვა სიმღერებთან ერთად, ალბათ ამ სიმღერასაც იმღერებდნენ გახარებული და ნასვამი ფინელები 1932 წლის 17 მარტს. ამ დღეს ფინეთში ასიათასობით ბოთლი ალკოჰოლი შემოიტანეს მშრალი კანონის შერბილების ნიშნად.

1959 წლის 17 მარტს ყინულმჭრელი გემი გამოვიდა არენაზე. ამერიკულმა გემმა წარმატებით განახორციელა მისთვის დაკისრებული მისია - ყინულს მოერია და შეცურა ჩრდილოეთ პოლუსზე.

1960 წლის 17 მარტს იაპონიში გაამართლა ახალმა "საკანცელარიო" შინაარსის პროექტმა. ამ დღეს ამომავალი მზის ქვეყანაში გაყიდვაში ფლომასტერები შემოვიდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #17 მარტი
მსგავსი სიახლეები
11 და
12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში,
ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
11:08 / 11.10.2024
11 და 12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკში, ყვითელი ფესტივალი (Yellow Fest) გაიმართება.
ქუთაისში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები,
მოსალოდნელი უამინდობის გამო, 2 ივნისს გაიმართება.
16:07 / 30.05.2024
ქუთაისში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მოსალოდნელი უამინდობის გამო, 2 ივნისს გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.