ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას
უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
გარდა იმისა, რომ 15 მარტი მომხმარებელთა საერთაშორისო დღეა. ამ
დღეს კონკრეტული ქვეყნები კონსტიტუციის, რევოლუციის და რობერტსის დღეს
ზეიმობენ. იაპონია კვლავ დღეების აღნიშვნის არაორდინარულ ვერსიას
იჩევს და 15 მარტს ხვავრიელი წლის დღეს აღნიშნავს.
15 მარტი მოგზაურობის ვნებით შეპყრობილი ხალხის აღმოჩენებით
გამოირჩევა. 1493 წლის 15 მარტს ქრისტეფორე კოლუმბის სამი გემიდან 2
დაბრუნდა ევროპაში, მათ ევროპაში პირველად ჩამოიყვანეს ინდიელები.
პირველი მოგზაურობა განახორციელეს ფრანგებმაც.1603 წლის 15 მარტს
ფრანგი მოგზაური სამუელ დე შამპლენი გაემგზავრა კანადაში. მისთვის ეს
პირველი ექსპედიცია გახლდათ ჩრდილოეთ ამერიკაში.
ფრანგებთან და ესპანელებთან ერთად ტერიტორიები გააფართოვა ამერიკამაც.
1820 წლის 15 მარტსს მენი გახდა აშშ-ს 23-ე შტატი.
ახალი ტერიტორიების "აღმოჩენა" დააკანონეს რუსეთში, ოღონდ იძულების
წესით. 1822 წელს ალექსანდრე პირველმა გამოსცა ბრძანება "ცუდი
საქციელის გამო გლეხების ციმბირში გადასახლების შესახებ".
მოგზაურობა კომფორტულად და მხოლოდ მცირე დისტანციაზე შესაძლებელი
გახდა 1892 წლის 15 მარტს. ამ დღეს ამერიკელმა გამომგონებელმა ჯეს
რენომ დააპატენტა პირველი ესკალატორი.
1892 წლის 15 მარტს ინგლსიური კლუბი "ლივერპული" დაფუძნდა.
1897 წლის 15 მარტს გაიმართა რახმანინოვის პირველი კონცერტი
პეტერბურგში. პრესის გამოხმაურება მკვეთრად უარყოფითი იყო.
1906 წლის 15 მარტს დარეგისტრირდა კომპანია "როლს როისი".
15 მარტი "პირველების" დღეა.
1907 წელს ფინეთის სეიმში პირველად აირჩიეს ქალი პარლამენტარები.
1937 წელს დაფუძნდა პირველი დონორების ბანკი ჩიკაგოში.
1938 წელს საუდის არაბეთში პირველად აღმოაჩინეს ნავთობი.
1964 წელს დაქორწინდნენ ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი, თუმცა
არა პირველად.
მასალის გამოყენების პირობები