ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას
უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
14 მარტს ორი საერთაშორისო დღე აღინიშნება. პირველი - მდინარეების,
წყლისა და სიცოცხლის დაცვას ეხება.
მეორე კი - მათემატიკოსებს. 14 მარტი პი-ს (π = 3,1415926… )
დღეა. ამ დღის აღნიშვნა 1987 წელს სან ფრანცისკოელმა ლარი შოუმ
მოიფიქრა. რადგან რიცხვების ჩაწერის ამერიკული სისტემა ჯერ თვეს წერს
შემდეგ რიცხვს, ამიტომ 14 მარტი - 3/14 ასე იწერება. 1:59:26 საათზე
კი მათემატიკურ კონსტანტას - რიცხვ პი-ს საწყის ციფრებს
ემთხვევა π = 3,1415926… მოკლედ დიდი ჩახლართული ამბავია, თუმცა
მათემატიკურად სახალისო. ჰოდა, ხალისობენ კიდეც მათემტიკოსები, ხოტბას
ასხამენ რიცხვ პი-ს და ნიშნისმოგებით გვიყურებენ იმ ადამიანებს ვინც
მათემატიკასთან მწყრალადაა.
იაპონიაში კი თეთრ დღეს ასხამენ ხოტბას. იაპონია დღესასწაულების (და
არა მარტო) საკითხში კვლავ გამორჩელთა შორისაა ქვეყანაში 14 მარტს
თეთრ დღეს აღნიშნავენ. თეთრი დღე ვალენტინობის აზიური ეკვივალენტია.
თუმცა, 14-ში მხოლოდ კაცები ჩუქნიან საჩუქრებს. თანაც ამ
საჩუქრებში დომინირებს თეთრი ბეზე, შესაბამისად საჩუქრებში სითეთრე
ჭარბობს, ამიტომ დღეც თეთრად იფერება.
1794 წლის 14 მარტს ელი უიტჩიმ, ამერიკელმა გამომგონებელმა,
დააპატენტა ბამბის გამწმენდი ხელსაწყო (აქაც სითეთრე დომინირებს).
1839 წლის 14 მარტს ჯონ გერშენმა პირველად გამოიყენა სიტყვა
ფოტოგრაფია.
14 მარტის ამ კარგ ისტორიებში ისევ საბჭოთა კავშირი აფუჭებს
ყველაფერს. 1926 წლის 14 მარტს -იმპერატორ ალექსანდრე II-ს
მკვლელობიდან 45 -ე წელთან დაკავშირებით საბჭოთა მთავრობამ მკვლელობის
ყველა მონაწილეს დაუნიშნეს პერსონალური პენსია.
1966 წლის 14 მარტს კი აშშ-მ ვერ მოიგო ჩინეთის მთავრობის გული. აშშ-ს
მხრიდან მეგობრობის შეთავაზება ჩინეთმა მონათლა როგორც "იუდას
კოცნა".
2004 წელს მოჰავას უდაბნოში მოეწყო საავტომობილო რალი რობოტ-
ავტომობილებს შორის, თუმცა ყველა მანქანა გზიდან გადავიდა და ასცდა
დანიშნულების ადგილს.
მასალის გამოყენების პირობები