ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას
უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
10 მარტს სხვადასხვა ქვეყნებში თეატრის, მასწავლებლის, მიწათმოქმედის,
შრომისა და არქივის ტიპიურ დღეებს აღნიშნავენ. სამაგიეროდ, მიანმაში
აღნიშნავენ, ზომიერ სარტყელში მცხოვრები ხალხისთვის ცოტა უცნაურ -
მშრალი სეზონის დაწყების დღეს.
10 მარტი არც მეტი არც ნაკლები ქაღალდის დოლარის დაბადების დღეა. 1962
წელს აშშ-ში პირველად დაბეჭდეს ქაღალდის ფული.
1905 წლის 10 მარტს ლონდონში დაფუძნდა, მავანთათის ფულთან,
მავანთათვის კი კარგ თამაშთან ასოცირებული, ფეხბურთის კლუბი"
ჩელსი".
1910 წლის 10 მარტს ჩინეთში, ევროპა -ამერიკიდან განსხვავებით
50 წლის დაგვიანებით, როგორც იქნა აიკრძალა მონობა.
1960 წლის 10 მარტს კანადელ ინდიელებს ხმის მიცემის უფლება მისცეს.
როგორც ჩანს ამ პლანეტაზე უუფლებო მდგომარეობა ყველაზე დიდხანს
ინდიელებს გაუგრძელდათ.
1914 წელს ინგლისელმა სუფრაჟისტმა მერი რიჩარდსონმა, რომელიც
ბრიტანელი ქალი ფაშიტების კავშირის ლიდერიც გახლდათ, პროტესტის ნიშნად
ნაჯახით დაჩეხა ველასკესის "ვენერა", ლონდონის ეროვნულ გალერეაში. ამ
საქციელის მიზეზის პასუხად, ჩემი დაქალი ციხიდან გამოუშვითო,
განაცხადა ქალბატონმა რიჩარდსონმა.
სამაგიეროდ, სხვა ქალები იყვნენ უფრო სასარგებლო საქმით დაკავებული.
1976 წლის 10 მარტს პირველად ჩატარდა დედამიწის გარშემო ცურვა ქალთა
შორის.
იშვიათი ფაქტი მოხდა 1982 წლის 10 მარტსაც. ამ დღეს პლანეტების აღლუმი
დაფიქსირდა. ცხრავე პლანეტა მზისგან ერთ მხარეს 95 გრადუსზე
განლაგდა.
მასალის გამოყენების პირობები