ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას
უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
9 მარტი არის თანამეგობრობისა და DJ -ების საერთაშორისო დღე.
DJ-ები დიდი ხანი არაა რაც გამოჩნდნენ მუსიკალურ არენაზე, მაგრამ
იმდენად იყოჩაღეს, რომ უკვე საკუთარი საერთაშორისო დღეც დაითრიეს.
აღმოჩნდა რომ 9 მარტს წმინდანების ხსენების საკითხში კათოლიკე
წმინდანები ჭარბობენ მართლმადიდებლებს.
9 მარტს კათოლიკე ეკლესიის თავებიც აქტიურობით გამოირჩევიან.
1074 წელს რომის პაპმა გრიგოლ VII-მ ეკლესიიდან განკვეთა ყველა ის
მღვდელმსახური, რომლებიც დაოჯახებულები იყვნენ.
9 მარტს აქტიურობდნენ მოგზაურებიც. 1500 წლის აღნიშნულ რიცხვში
პორტუგალიური ექსპედიცია 13 გემის რაოდენობით ზღვაში გავიდა.
ექსპედიციას ვასკო და გამა ხელმძღვანელობდა.
მოგზაურობაში, ოღონდ საქორწილოში მოუწია წასვლა ნაპოლეონ
ბონაპარტესაც. მან 1796 წლის 9 მარტს ცოლაად შეირთო ჟოზეფინა
ბოგარნე.
ჟოზეფინა ლამაზი ქალი იყო. ნიუ-იორკელი ჩარლზ გრემი კი
სავარაუდოდ ესთეტი კაცი, ამიტომაც მან 1822 წლის 9 მარტს მიიღო
პატენტი ხელოვნურ კბილებზე.
9 მარტს სხვა რამეც დააპატენტეს 1858 წლის აღნიშნულ რიცხვში
ფილადელფიაში დააპატენტეს ქუჩის საფოსტო ყუთი.
1918 წელს რუსეთის დედაქლაქი პეტროგრადიდან მოსკოვში გადავიდა.
სწორედ ამ მოსკოვში 1953 წლის მარტის თვეში სტალინი გარდაიცვალა.
რომელმაც როგორც "მაოხრებელ მკვდარს" ჩვევია, მისი სიკვდილის შემდეგაც
მიაყენა ადამიანებს ზიანი. 9 მარტს სტალინის გასვენების დღეს ასობით
ადამიანი ჭყლეტაში დაიღუპა.
1956 წლის 9 მარტს კი სტალინის "დასაცავად" გამოსული დემონტრანტები
დაარბიეს და დახოცეს თბილისში.
1961 წლის 9 მარტს დალაი ლამამ მიმართა გაეროს ტიბეტისთვის
დამოუკიდებლობის მინიჭების მოწოდებით.
1990 წლის 9 მარტს ბერლინში დაიწყო გერმანიის გაერთიანებაზე
მოლაპარაკებები.
9 მარტი მნიშვნელოვანი დღეა ბავშვებისთვის 1959 წელს ნიუ-იორკში
სათამაშოების ბაზრობაზე პირველად გაიცნო მსოფლიომ თოჯინა ბარბი.
2010 წლის 9 მარტს ინდოეთში კვოტირების საკითხი გადაწყდა. პარლამენტმა
მიიღო კანონი რომლის თანახმად, ინდოეთის ნაციონალურ პარლამენტში
დეპუტატთა მესამედს ქალები უნდა წარმოადგენდნენ.
მასალის გამოყენების პირობები