ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას
უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
გარდა ქალთა საერთაშორისო დღისა 8 მარტი მასწავლებლის, ახალგაზრდობის,
რევოლუციისა და ხსოვნის დღეცაა. 8 მარტს ასეთი მრავალფეროვნება
ახასიათებს.
8 მარტს ქუთაისი მშვენიერი ამინდით შეხვდა, ამინდი რომ მნიშვნელოვანი
ამბავია ამის თაობაზე რუსეთში მე-18 საუკუნეში დაფიქრდნენ, უფრო
ზუსტად ერთი კაცი დაფიქრდა პეტრე I და მისი ბრძანებით 1722 წლის 8
მარტიდან დაიწყო ამინდზე სისტემატური დაკვირვებები რუსეთში.
სანამ რუსეთში ამინდს აკვირდებოდნენ ნადირ-შაჰი ირანში
ძალაუფლებისთვის იბრძოდა, 1736 წელს ტახტიდან ჩამოაგდო შაჰ- თამაზი და
მალე თავად გახდა შაჰი.
1702 წლის 8 მარტს დედოფალი გახდა ანა სტიურტიც. მას ინგლისი,
ირლანდია და შოტლანდია ერგო.
ამასობაში პარიზის პარლამენტს ახალი საქმე მიეცა 1758 წლის 8 მარტს
პარლამენტმა დენი დიდროს "ენციკლოპედია" გაასამართლა.
1817 წლის 8 მარტს საქმე გამოუჩნდათ მაკლერებსაც. აღნიშნულ წელს
დაფუძნდა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა.
საფრანგეთში ენციკლოპედია გაასამართლეს კანადამ ალკოჰოლი
"გაასამართლა" და მშრალ კანონს აუნთო მწვანე. 1873 წელს ჩრდილოეთ
კანადაში აკრძალეს ალკოჰოლის გაყიდვა.
მწვანე აუნთეს იეზუიტებს გერმანიაში. 1904 წლის 8 მარტს გერმანიაში
დაბრუნების უფლება მისცეს იეზუიტების ნაწილს, რომლებიც 1872 წელს
მიღებული კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გააძევეს.
1917 წლის 8 მარტს (ძველი სტილით 23 თებერვალს) სუფრაჟისტებმა
აქცია გამართეს, სადაც ითხოვდნენ "პურს და მშვიდობას", მეორე დღეს მათ
მუშებიც შეუერთდნენ,რასაც მოყვა პოლიციასთან შეხლა -შემოხლა და
თებერვლის რევოლუცია.
1930 წელს ინდოეთში დაიწყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია
მაჰათმა განდის ხელმძღვანელობით.
1952 წელს აშშ-ში, ფილადელფიელმა ჰოსპიტალის ექიმებმა ოპერაციის დროს
პირველად გამოიყენეს ხელოვნური გული.
1962 წელს ჯგუფ „ბითლზის“ დებიუტი შედგა BBC-ს რადიოეთერში.
1963 წელს მუსიკაზე გამოთქვა მოსაზრება ნიკიტა ხრუშოვმა. 1963 წლის 8
მარტს კრემლში გამოსვლისას ნიკიტა ხრუშოვმა, მას შემდეგ რაც მიწასთან
გაასწორა რუსი პოეტები ჯაზსსაც გადასწვდა და მას „გულისამრევი მუსიკა“
უწოდა.
გამოთქმებში ხრუშოვს არ ჩამორჩა რონალდ რეიგანი და 1983 წლის 8 მარტს,
ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, მან საბჭოთა კავშირს "ბოროტების
იმპერია" უწოდა.
ამ იმპერიიდან გაქცევას ცდილობდა ოვეჩკინების ოჯახი 1988 წელს, მათ
თვითმფრინავი გაიტაცეს საბჭოეთიდან გაქცევის მიზნით.
ამერიკიდან გაქცევა აზრად არ მოსვლიათ, თუმცა გაფიცვით კი გაიფიცნენ
1988 წლის 8 მარტს ამერიკელი სცენარისტები -ხელფასის მომატების
მოთხოვნით. რითაც საფრთხის ქვეშ დადგა სერიალები "დალასი"
და"დინასტია".
მასალის გამოყენების პირობები