ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას
უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
თუკი რომელიმე ვიქტორინაში დასვამენ კითხვას არსებობს თუ არა
მაგელანის დღე, ვიქტორინის მონაწილემ შეუძლია ეჭვის გარეშე დადებითად
უპასუხოს. ამ დღესასწაულს გუამში 6 მარტს ზეიმობენ. თურმე ფერნანდო
მაგელანმა 1521 წლის სწორედ 6 მარტს აღმოაჩინა კუნძული გუამი.
პეტრე პირველმა კი აღმოაჩინ,ა რომ რაღაც გადასახადები უსარგებლოა.
1722 წლის პეტრე პირველმა აკრძალა ეკლესიების მშენებლობისა და
საჭიროებებისთვის გადასახადების აკრება.
არ ვიცი არსებობს თუ არა ჯონ გრინვუდის დღე, თუმცა თანამედროვე
სტომატოლოგია ამ კაციდან ძალიან დავალებული უნდა იყოს. 1790 წლის 6
მარტს ჯონ გრინვუდმა, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონის პირადი სტომატოლოგი
გახლდათ, გამოიგონა სტომატოლოგიური ბორ-მანქანა.
6 მარტს მედიცინის კუთხით მეტისმეტი გააქტიურებები შეინიშნება აშშ-ში.
1810 წლის 6 მარტს ილინოისი გახდა პრველი შტატი აშშ-ში, სადაც
შემოიღეს სავალდებულო ვაქცინაცია.
სანამ ილინოისში ვაქცინაციით იყვნენ დაკავებულები 1834 წლის 6 მარტს
კანადაში ქალაქ იორკს სახელი შეუცვალეს და ტორონტო დაარქვეს.
ქალაქებისთვის სახელების გადარქმევა როგორც ჩანს კანადელების მთავარი
ჰობია.
სამაგიეროდ, ჯუზეპე ვერდიმ რაც დაარქვა მის ოპერას ის სახელი
ქვია დღემდე. 1853 წლის 6 მარტს ვენეციაში გაიმართა ჯუზეპე ვერდის
ოპერის "ტრავიატას" პრემიერა.
1882 წლის 6 მარტს სერბია სამეფოდ გამოცხადდა.
1899 წელს კი მნიშვნელოვანი წამალი დაპატენტდა. 6 მარტს გერმანელმა
ფიზიკოსმა ფელიქს ჰოფმანმა ასპირინი დააპატენტა. ამით ერთი საუკუნით
უშველა თავის ტკივილს, გაციებას და დაკონსერვებულ პროდუქტებს.
1902 წელს ეშველათ ფეხბურტის ფანებს. ამ წლის 6 მარტს დაარსდა
საფეხბურთო კლუბი მადრიდის "რეალი".
6 მარტს ეშველათ მორწმუნე კათოლიკებსაც. 1924 წლის 6 მარტს ვატიკანში
რადიომიმღები დაამონტაჟეს.
არ ვიცი რამდენად ეშველა კასიუს კლეის, მაგრამ 1964 წლის 6 მარტს
კასიუს კლეიმ ისლამი მიიღო და მუჰამედ ალი დაირქვა.
1967 წლის 6 მარტს შველა ითხოვა სტალინის ქალიშვილმა სვეტლანა
ალილუევამ. მან პოლიტიკური თავშესაფარი მოთხოვა ამერიკას.
1970 წელს ინგლისში გამოიცა ბითლზის ბოლო სინგლი
«Let It Be».
1986 წელს ავტომატურმა საერთაშორისო სადგურმა ვეგა1-მა, "ვენერა,
კომეტა, გალეას "პროექტის ფარგებში კვლევითი პროგრამა განახორციელა
კომეტა გალეაზე. კომეტა მზის სისტემაში პერიოდულად, ყოველ 75
წელიწადში ერთხელ, ბრუნდება. იგი სხვა კომეტებიდან იმით გამოირჩევა
რომ მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. კომეტის შესახებ
ინფორმაცია დაფიქსირებულია ისტორიულ წყაროებში. წყაროები გალეას
გამოჩენის სულ ცოტა 30 შემთხვევაზე ყვებიან.
მასალის გამოყენების პირობები