ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას.
წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას
უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა
და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს
შეგახსენებთ.
3 მარტი მწერლების საერთაშორისო დღეა.
საქართველოში დედებს მიაგებენ პატივს, ყირგიზეთში - დროშას,
ლიტვაში - წმინდა კაზიმირს, მაროკოში - ტახტს. იაპონია
ზეიმებშიც ყველასგან გამოირჩევა და 3 მარტს გოგონების დღეს
აღნიშნავს.
3 მარტით შეუძლიათ იამაყონ ბელორუსში, რადგან 1067 წლის 3 მარტს
მინსკი პირველად მოიხსენიეს ისტორიულ წყაროებში.
გული რომ არ დაწყდეთ 3 მარტით შეუძლიათ ბულგარელებმაც იამაყონ,870
წლის 3 მარტს ბულგარეთში დაფუძნდა მართლმადიდებელი ეკლესია.
ადამიანი ისტორიაში საამაყო და აღსანიშნ ამბავს ყოველთვის მოძებნის.
მაგალითად, რომანოვებმა შეუძლიათ აღნიშნონ სამი მარტი. 1613 წლის 3
მარტს16 წლის მიხეილ თედორეს ძე მეფედ აირჩიეს, რის შემდეგაც სათავე
დაედო რომანოვენის დინასტიას.
ბოსტონშიც კარგი ამბავი მოხდა. 1639 წლის 3 მარტს ბოსტონში
დაფუძნებულმა კოლეჯმა მიიღო მისი მეცენატის ჯონ ჰარვარდის სახელი.
როგორც მოგვიანებით გაირკვა კარგი ამბავი მოხდა ვენაშიც. 1802 წელს
ვენის გაზეთში ინფორმაცია გავიდა, რომ გამოქვეყნდა ბეთჰოვენის მე-12,
მე-13 და მე-14 სონატა, ამ უკანასკნელს მოგვიანებით "მთვარის სონატა"
ეწოდა.
3 მარტი ისტორიაში პროგრესული გადაწყვეტილებებით გამორჩეული დღე
შეიქნა. 1804 წელს ალექსანდრე I-ის ბრძანებით აიკრძალა ყმების მიწის
გარეშე გაყიდვა. ასევე, მათ უფლება მიეცათ მემამულის ნებართვის გარეშე
ქორწინების.
კიდევ უფრო შორს წავიდა იმპერატორი ალექსანდრე II 1861 წლის 3 მარტს
იმპერატორმა ალექსანდრემ გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც
გაუქმდა ბატონ-ყმობა.
პროგრესულ გადაწყვეტილებას ქონდა ადგილი 1842 წლის 3 მარტს აშშ-ში.
მიიღეს კანონი, რომელიც რეგლამენტს უდგენდა ბავშვთა შრომას.
1913 წლის 3 მარტს ვაშინგტონში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით
ადრე 5000-მა ქალმა მოაწყო დიდი დემონსტრაცია, სადაც ითხოვდნენ ხმის
მიცემის უფლებას. პრეზიდენტების ინაუგურაციაზე ქალთა მასობრივი
მსვლელობები აშშ-ში ძველი კეთილი ტრადიცია ყოფილა, რომელიც
მოგეხსენებათ წელსაც "გაიხსენეს".
მანამდე, 1845 წლის 3 მარტს ფლორიდა აშშ-ს 27-ე შტატი გახდა.
1863 წლის ამავე რიცხვში აშშ-ში დაფუძნდა მეცნიერებათა ეროვნული
აკადემია.
პროგრესულობის კლასი უჩვენა თურქეთმა 1924 წლის 3 მარტს. თურქეთის
ნაციონალურმა ასაბლეამ გააუქმა ოსმალეთის დინასტია, ასევე გააუქმა
ხალიფატი და სხვა რელიგიური ორგანოები.
დიდი აღმოჩენა გაკეთდა 1921 წლის 3 მარტს. კანადელმა ფიზიოლოგმა
ფრედერიკ გრანტ ბანტინგმა კოლეგებთან ერთად აღმოაჩინა ინსულინის
ჰორმონი, რის გამოც ნობელის პრემიაც მიიღო 1923 წელს.
სამაგიეროდ უსმენო და უგემოვნო აღმოჩნდა 1875 წლის პარიზული პუბლიკა.
ამ დღეს კრახით დასრულდა ჟორჟ ბიზეს ოპერის "კარმენის" პრემიერა.
1931 წელს ფრენსის სკოტ კის ლექსი "ვარსკვლავურ- ზოლიანი დროაშა"
აშშ-ს კონგრესის გადაწყვეტილებით ამერიკის ნაციონალური ჰიმნის ტექსტი
გახდა. ლექსი 1812 წელს იყო დაწერილი.
1944 წლის 3 მარტს პარიზში ივ მონტანის დებიუტი შედგა.
1955 წლის 3 მარტს ელვის პრესლი პირველად გამოჩნდა ტელევიზორში.
სამაგიეროდ, 3 მარტი კურტ კობეინისთვის აღმოჩნდა საბედისწერო 1994
წლის 3 მარტს კურტ კობეინი კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც პრეპარატი
"ვალიუმი" შამპანურთან ერთად მიიღო.
1998 წელს კონგრესში დაიკითხა ბილ გეიტსი, კომპიუტერული ბაზრის
მონოპოლიზების ბრალდების გამო.
3 მარტს საბოდიშოდ გაუხდა საქმე მონიკა ლევინსკის. მან 1999 წლის 3
მარტს საჯაროდ მოიხადა ბოდიში იმ როლის გამო, რაც მან ირგუნა
პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაყენების საკითხში.
მასალის გამოყენების პირობები